დოქტორ ღასან ხალილის ლიდერობის კურსი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


დოქტორ ღასან ხალილის ლიდერობის კურსი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი - დოქტორი ღასან ხალილი, 2023 წლის 27 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით ლიდერობის სასწავლო კურსს ჩაატარებს.

 

აღნიშნული კურსის ფარგლებში პროფესიონალები, მათ შორის, პრაქტიკოსები საჯარო და კერძო სექტორებიდან, სიღრმისეულად გაეცნობიან ღირებულებებზე დაფუძნებული ლიდერობის პრინციპებსა და პრაქტიკას. შესაძლებლობა ექნებათ გაიუმჯობესონ ისეთი მნიშვნელოვანი უნარები, რომლებიც გამოადგებათ სხვადასხვა ლიდერულ პოზიციაზე მუშაობისას.

 

დოქტორ ღასან ხალილის მრავალწლიანი გამოცდილება, რომელიც მიიღო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, საერთაშორისო და აკადემიურ ინსტიტუციებში, ეფუძნება მხარდაჭერითი, ღირებულებებზე დაფუძნებული და ტრანსფორმაციული ლიდერობის პრინციპებს. მან 30-წლიანი კარიერის განმავლობაში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია სამართლებრივი რეფორმების, ადამიანის უფლებების, სტრატეგიული დაგეგმვის, ტრანსფორმაციული სოციალური პოლიტიკის, განათლების რეფორმებისა და კულტურათაშორისი დიალოგის მეშვეობით. ის, ასევე, კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტში, მუშაობდა ექსპერტად განათლების სფეროში და მონაწილეობდა კურიკულუმებისა და ტრენინგის მეთოდოლოგიის შემუშავებაში. ამავდროულად, ღასან ხალილი გახლავთ მრავალი წიგნისა და კვლევითი ნაშრომის ავტორი და თანაავტორი.

 

დოქტორი ღასან ხალილი ფლობს სორბონის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხს და არჩეულია საქართველოს ოთხი სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად.

 

აღნიშნული ლიდერობის კურსი მოიცავს ხუთ ძირითად თემას:

  1. ლიდერობის ხელახალი განსაზღვრა;
  2. ზეგავლენის მოხდენის პროცესი;
  3. ლიდერობა მენეჯმენტის სრულყოფისთვის;
  4. ადაპტაციური ლიდერობა: გამოსავლის მოძებნისა და სასურველი შედეგების მიღწევის წინაპირობა;
  5. რეფლექსიური ლიდერობა.

 

კურსის განრიგისა და დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ დღის წესრიგი.

 

საქართველოს მოქალაქეებისთვის კურსის ღირებულება შეადგენს 700 ლარს, ხოლო უცხოელებისთვის - 550 დოლარს. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

 

ლექციები და ინტერაქციული დისკუსიები გაიმართება ყოველდღიურად, 6 საათ-ნახევრის განმავლობაში. მონაწილეები უზრუნველყოფილნი იქნებიან ლანჩით, რაც მათ შესაძლებლობას მისცემთ, უკეთ გაეცნონ ერთმანეთს და გააზიარონ საკუთარი გამოცდილებები.

 

დისკუსიებსა და აქტივობებში თავისუფლად მონაწილეობისთვის საჭიროა ინგლისური ენის ცოდნა B1/B2დონეზე.

 

კურსზე რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 24 ნოემბერი.


ინფორმაცია გადახდის შესახებ:

კურსზე რეგისტრაციის დასასრულებლად, გთხოვთ, გადაიხადოთ კურსის საფასური შემდეგ საბანკო ანგარიშზე და გადახდის დანიშნულებად მიუთითოთ “Leadership Course“.
 

საქართველოდან თანხის ჩარიცხვა განხორციელდება ლარში, უცხოეთიდან დოლარში.

 

ლარის ანგარიშის რეკვიზიტები:

მიმღები ბანკი: JSC TBC Bank

ბანკის კოდი: TBCBGE22

მიმღების ანგარიში: GE87TB0655236020100004

მიმღების სახელი: შპს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

 

დოლარის ანგარიშის რეკვიზიტები

მიმღები ბანკი: JSC TBC Bank

ბანკის კოდი: TBCBGE22

მიმღების ანგარიში: GE32TB7855236120100007

მიმღების სახელი: GRIGOL ROBAKIDZE UNIVERSITY LTD

დეტალური ინფორმაციისთვის და დამატებითი შეკითხვებისთვის, გთხოვთ, მოგვწეროთ მეილზე: saladze.lili18@gruni.edu.ge