აშშ-ის საელჩოს გაცვლითი პროგრამების ვებინარი სტუდენტებისთვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


აშშ-ის საელჩოს გაცვლითი პროგრამების ვებინარი სტუდენტებისთვის


მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა, აშშ-ის საელჩოსთან თანამშრომლობით, ჩაატარა ვებინარი, რომელიც მიზნად ისახავდა სტუდენტების ინფორმირებას იმ გაცვლითი პროგრამების შესახებ, რომლებსაც აფინანსებს საელჩო.

 

ამერიკის საელჩოს გაცვლითი პროგრამების კოორდინატორებმა: თეა კუჭუხიძემ და თათა თოდრიამ, დაწვრილებით ისაუბრეს პროგრამების შესახებ, ასევე, სააპლიკაციო პროცესისა და იმ მოთხოვნებისა და ვალდებულებების თაობაზე, რომელთა შესრულება პროგრამაში მონაწილეობისთვისაა საჭირო.

 

ვებინარის ბოლოს, დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ პასუხები მათთვის სასურველ კითხვებზე.