დოქტორანტ ნინა გერსამიას კვლევითი მივლინება ლონდონში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


დოქტორანტ ნინა გერსამიას კვლევითი მივლინება ლონდონში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი ნინა გერსამია, რომელიც მედიაციის სფეროს იკვლევს, სამეცნიერო კვლევების ჩასატარებლად სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ლონდონში.

 

ვიზიტის ფარგლებში დოქტორანტი ეწვია დავის გადაწყვეტის ეფექტური მექანიზმების ცენტრს (CEDR), შეხვდა მის ხელმძღვანელს ენდი როჯერსს და ცენტრის ბაზაზე გაეცნო მედიაციის სფეროში არსებულ თანამედროვე გამოწვევებსა და ლიტერატურას.

 

CEDR წარმოადგენს გლობალურ ორგანიზაციას, რომელიც 2011-12 წლებში საქართველოში მედიაციის დანერგვის სათავეებთან იდგა და დღესაც აქტიურად თანამშრომლობს ჩვენს ქვეყანასთან ამ მიმართულების შემდგომი განვითარების მიზნით.