რენის პოლიტიკური მეცნიერებების სკოლამ კონკურსი გამოაცხადა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


რენის პოლიტიკური მეცნიერებების სკოლამ კონკურსი გამოაცხადა

საფრანგეთის ქალაქ რენის პოლიტიკური მეცნიერებების სკოლამ და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა გამოაცხადეს კონკურსი 2023-2024 წლის მეორე სემესტრის სასერტიფიკატო პროგრამაზე. სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ან ფრანგულ ენებზე და კურსდამთავრებულები მოიპოვებენ პოლიტიკური მეცნიერებების სკოლის დიპლომს, რომელშიც ასახული კრედიტები აღიარებული იქნება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ.

 

შემოთავაზება ძირითადად ეხება საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტებს, თუმცა, შესაძლებელია, განხილულ იქნეს სხვა სკოლების კანდიდატებიც.

 

გრუნის სტუდენტებისთვის გაიცემა სტიპენდია და დაიფარება მგზავრობის ხარჯები.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: ინგლისური ან ფრანგული ენის B2 დონის შემოწმება; ჟიურისთან გასაუბრება.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2023 წლის 05 ოქტომბერი, ადგილების რაოდენობა: 2

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ პროფესორ თამარ გაგოშიძეს: t.gagoshidze@gruni.edu.ge