გრუნის სტუდენტები - ფრანკოფონ სტუდენტთა ფესტივალზე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის სტუდენტები - ფრანკოფონ სტუდენტთა ფესტივალზე

2023 წლის სექტემბერში, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) სრული დაფინანსებით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები - ანა ურუშაძე, ბიზნესადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა, მე-2 კურსი და სალომე ონეზაშვილი, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა, მე-2 კურსი - გაემგზავრნენ მონტენეგროში გამართულ ფრანკოფონ სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალზე.

 

ფესტივალი, ტრადიციულად, ყოველ წელს იმართება და მასში სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდები მონაწილეობენ. ამგვარი შეკრებები ფრანგული ენის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად და კულტურულ - საგანმანათლებლო დანიშნულებისაა, ახალგაზრდები ეცნობიან ფრანგულ კულტურას, ტრადიციებს და ფრანგულადვე წარუდგენენ თავიანთ ქვეყანას მეგობრებს.

 

სტუდენტები შეირჩნენ ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს მიერ ჩატარებული კონკურსის საფუძველზე.

 

ვულოცავთ სალომესა და ანას ამ წარმატებას!