ჩემპიონატი ფეხბურთში - „გრუნითასი 2023”, დასრულდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ჩემპიონატი ფეხბურთში - „გრუნითასი 2023”, დასრულდა


2023 წლის 20-24 ივნისს, სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, ჩატარდა ტრადიციული შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი ფეხბურთში - „გრუნითასი 2023”, რომელშიც 6 გუნდი მონაწილეობდა.

 

ნახევარფინალურ ასპარეზობაში მხოლოდ 4 გუნდი დარჩა, ერთმანეთს ხვდებოდნენ: თვითმმართველობისა და აკადემიის გუნდები, ასევე, დანტისტები და ქუჩის ბიჭები. ფინალურ ასპარეზობაში 2 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა: თვითმმართველობა და ქუჩის ბიჭები.

 

საბოლოო გამარჯვება თვითმმართველობის გუნდს დარჩა, მათ 5:0 დაამარცხეს მოწინააღმდეგე და მოიპოვეს საპრიზო ადგილი და თასი.

 

უნივერსიტეტი ულოცავს გამარჯვებულ გუნდს დამსახურებულ წარმატებას!