მემორანდუმი სტარტაპთან „ქისა ედუქეიშენ”

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მემორანდუმი სტარტაპთან „ქისა ედუქეიშენ”


2023 წლის 23 ივნისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა მემორანდუმი გააფორმა ონლაინკურსების სტარტაპთან “ქისა ედუქეიშენ“. სტარტაპის თანადამფუძნებელი გახლავთ გრუნის სტუდენტი, გიორგი ედიშერაშვილი.

 

მემორანდუმი ითვალისწინებს ცოდნის გაზიარებას ბიზნესის სფეროში, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ჩართულობას „ქისა ედუქეიშენის“ საქმიანობაში და ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტების სტაჟირებისა და პროფესიული პრაქტიკის ორგანიზებას.

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლა აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ბიზნესის წარმომადგენლებთან.