გრუნიმ 2022 - 2023 წწ. საუკეთესო აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი დაასახელა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნიმ 2022 - 2023 წწ. საუკეთესო აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი დაასახელა


16 ივნისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა სამეცნიერო მიმართულებით განხორციელებული აქტივობა შეაჯამა და გამორჩეული აკადემიური/სამეცნიერო პერსონალი დაასახელა.

 

უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებითა და სტუდენტთა გამოკითხვისა და აკადემიური/სამეცნიერო პროდუქტიულობის შეფასების შედეგების მიხედვით, საუკეთესო მეცნიეროს/მკვლევრის, საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომისა და საუკეთესო ლექტორის წოდება, 2022-2023 წწ. შედეგებით, მიენიჭა შესაბამისად, აკადემიურ/სამეცნიერო პერსონალს და ასევე, ნაშრომს:

 

საუკეთესო მკვლევარი:

სლავა ფეტელავას - ბიზნესისა და მართვის სკოლის პროფესორს;

 

საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომი:

ზურაბ ძლიერიშვილის - სამართლის სკოლის პროფესორის ნაშრომს „დაუსწრებელი გადაწყვეტილება“;

 

საუკეთესო ლექტორი:

მურთაზ კვირკვაიას - ბიზნესისა და მართვის სკოლის პროფესორს;

ლიანა სირაძეს - მედიცინის სკოლის პროფესორს;

გიორგი შაშიაშვილს - სამართლის სკოლის პროფესორს;

არჩილ გამზარდიას - საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის პროფესორს;

ნინელი კენჭაძეს - ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორს;

ჟუჟუნა შაინიძეს - ბათუმის წარმომადგენლობის პროფესორს;

 

დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე სამეცნიერო და აკადემიურ პერსონალს გადაეცათ სერტიფიკატები, სამახსოვრო საჩუქრები და ფულადი ჯილდო.

 

უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ კიდევ არაერთი წარმატება უსურვა თითოეულ მათგანს სამეცნიერო საქმიანობასა და მომავალი თაობის აღზრდაში.