ცესკოს წარმომადგენლები გრუნიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ცესკოს წარმომადგენლები გრუნიში


2023 წლის 9 ივნისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს სტუმრობდნენ ცესკოს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის თანამშრომლები- ნინო კიკალიშვილი და დავით მაკარიძე.

 

მოწვეულმა სტუმრებმა თბილისისა და ბათუმის წარმომადგენლობის სტუდენტებთან ისაუბრეს იმ ცვლილებებისა და სიახლეების შესახებ, რომლებსაც გეგმავს ცესკო 2024 წლის არჩევნებისათვის, კერძოდ, ახალგაზრდებს გააცნეს ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნების ჩატარების წესი და მისი პრიორიტეტები. საგანგებოდ აღინიშნა ამ საკითხების შესახებ ამომრჩევლების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების, ინფორმირების მნიშვნელობა და აუცილებლობა.

 

შეხვედრის დასასრულს გაიმართა იმიტირებული კენჭისყრა და სტუდენტებმა პრაქტიკაში გამოსცადეს ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების მუშაობა.

 

შეხვედრა კითხვა-პასუხით გაგრძელდა.