დავით ხიზანიშვილის საჯარო ლექცია გრუნიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


დავით ხიზანიშვილის საჯარო ლექცია გრუნიში


2023 წლის 12 ივნისს, გრუნის მედიცინის სკოლისა და სტუდენტური თვითმმართველობის ერთობლივი ორგანიზებით, ჩატარდა ფუნქციონალური, პერსონალური მწვრთნელის - დავით ხიზანიშვილის, საჯარო ლექცია: „სტრესი თანამედროვე სამყაროში“.

 

მოწვეულმა სტუმარმა ისაუბრა ცხოვრების ჯანსაღი წესის შესანარჩუნებლად, როგორ გავუმკლავდეთ სტრესს, როგორია მისი გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე, პრევენციული ღონისძიებები მისი თავიდან ასაცილებლად და ა.შ.

 

ამასთან, დავით ხიზანიშვილმა სტუდენტებთან განიხილა ჯანმრთელობის აქტუალური საკითხები, რომლებიც ახალგაზრდებისათვის განსაკუთრებით საყურადღებოა: ხერხემალი და მასთან დაკავშირებული პრობლემები - კიფოზი, სტერნოკლეიდომასტოიდი, სქოლიოზი, ლორდოზი, თიაქარი, რაც დღევანდელობის თანმდევი პროცესია, ვარჯიშის გავლენა ამ გართულებებზე და სხვა.

 

შეხვედრის დასასრულს მოწვეულმა სტუმარმა უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს და საჭირო რჩევები მისცა ახალგაზრდებს.

 

შეხვედრამ სტუდენტების დიდი დაინტერესება გამოიწვია.