გრუნის ასისტენტ- პროფესორის სამეცნიერო სტატია - საერთაშორისო ჟურნალში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის ასისტენტ- პროფესორის სამეცნიერო სტატია - საერთაშორისო ჟურნალში

კვლევითი მიმართულების ინტერნაციონალიზაცია გრუნის სტრატეგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, შესაბამისად, უნივერსიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს და მხარდაჭერას უცხადებს აკადემიური/სამეცნიერო პერსონალის უცხოენოვანი სტატიების გამოქვეყნებას საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში.

 

ლატვიის, რიგის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში - “Baltija Publishing”, გამოქვეყნდა გრუნის ბათუმის წარმომადგენლობის ბიზნესისა და მართვის სკოლის ასისტენტ -პროფესორის, ირაკლი აბაშიძის სტატია, რომელშიც განხილულია მარკეტოლოგიასთან დაკავშირებული ასპექტები, ახალი მიდგომა მომხმარებელთან ქცევის წესებში, დამკვეთთან ონლაინკომუნიკაციის სტანდარტები და სხვ.

 

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: http://www.baltijapublishing.lv/index.php/issue/article/view/2068

 

სამეცნიერო კვლევების მართვის ცენტრი