იაპონიის ელჩი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


იაპონიის ელჩი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში


25 აპრილს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს საქართველოში იაპონიის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი, მისი აღმატებულება იმამურა აკირა ეწვია.

 

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სტუდენტებთან და აკადემიურ პერსონალთან შეხვედრა და იაპონია-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ საჯარო ლექციის წაკითხვა.

 

ლექციის დასასრულს ელჩი უნივერსიტეტის შესახებ მოკლე ინფორმაციას გაეცნო და სასწავლო გარემო და ლაბორატორიები დაათვალიერა. მხარეები შეთანხმდნენ შემდგომი თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების თაობაზე.

 

შეხვედრას სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად ესწრებოდნენ სპეციალურად მოწვეული სტუმრები, სახელმწიფო, ბიზნეს და დიპლომატიური სფეროების წარმომადგენლები.

 

შეხვედრის ინიციატორი იყო ბიზნესისა და მართვის სკოლა.