“educational party“ გრუნიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


“educational party“ გრუნიში


23 აპრილს, სტუდენტთა ინიციატივით, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა სტუდენტური day-off-ების მიერ ორგანიზებულ პროექტს „educational party“ უმასპინძლა.

 

პროექტში მონაწილეობდა 4 უნივერსიტეტი: სოხუმის სახელმწიფო, შავი ზღვის საერთაშორისო, გურამ თავართქილაძის სახელობისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტები.

 

პროექტის პირველ ეტაპზე გამართული შეჯიბრი რა? სად? როდის? საინტერესოდ წარიმართა, ინტელექტუალურ თამაშში მონაწილე გუნდები ღირსეულად წარსდგენენ თანატოლების წინაშე, წარმოაჩინეს კარგი ცოდნა და სათანადო მომზადება.

 

 გამარჯვებულ გუნდს სოხუმის უნივერსიტეტიდან, საჩუქრად გადაეცა ოქროს ბუს თასი და ვაუჩერები.

 

მეორე ეტაპზე გაიმართა სამაგიდო თამაშები, რომელიც მუსიკალური საღამოთი დასრულდა.