გრუნი სიკეთისათვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნი სიკეთისათვის


გრუნის სტუდენტური თვითმმართველობა ტრადიციას არ ღალატობს და ყოველ დღესასწაულზე სტუმრობს იმ ოჯახებს, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს თანადგომას, დახმარებასა და ყურადღებას.

 

აღდგომის წინასადღესასწაულო დღეებში, სტუდენტები, უნივერსიტეტის დახმარებითა და მხარდაჭერით, საგანგებოდ მოემზადნენ ხელმოკლე და სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად.

 

11 აპრილს ისინი ეწვივნენ ორ - მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ და შშმ პირის - ოჯახს, მიულოცეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და გადასცეს ტანსაცმელი, სათამაშოები, პროდუქტები, ტკბილეულობა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, რითიც უზომოდ გაახარეს პატარები.

 

 #გრუნისიკეთისთვის