სწავლა ამერიკაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სწავლა ამერიკაში


2023 წლის 20 აპრილს, გრუნის სამივე საფეხურის სტუდენტებისათვის ჩატარდა ვებინარი: „როგორ ჩავაბაროთ აშშ-ში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე“.

 

სემინარის ფარგლებში, ორგანიზაციის - „განათლება ამერიკაში“, კონსულტანტებმა, დალი ხომერიკმა და თათია რთველაძემ სტუდენტებს გააცნეს ინფორმაცია, როგორ ისწავლონ აშშ-ი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე, რას გულისხმობს სააპლიკაციო პროცესი, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ სტუდენტები და როგორ მოიპოვონ დაფინანსება.

 

შეხვედრის დასასრულს ვებინარის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ პასუხი მათთვის სასურველ კითხვებზე.

 

რექტორის მრჩეველმა, ანა აბესაძემ მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის წარმომადგენლებს ამომწურავი ინფორმაციისთვის და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ვებინარი ყოველწლიურ ღონისძიებად იქცევა გრუნის სტუდენტებისთვის.