გრუნისა და ტალინის უნივერსიტეტების ერთობლივი ლექცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნისა და ტალინის უნივერსიტეტების ერთობლივი ლექცია


2023 წლის 6 აპრილს, გრიგოლ რობაქიძისა და ტალინის უნივერსიტეტებმა უმასპინძლეს ერთობლივ ვებინარს თემაზე „რუსეთ-უკრაინის ომი“.

 

ლექციას, რომელსაც როგორც თბილისის, ისე ბათუმის წარმომადგენლობის სტუდენტები ესწრებოდნენ, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტიდან უძღვებოდა პროფესორი ინგა ცინცქილაძე, ხოლო ტალინის უნივერსიტეტიდან პროფესორი მეთიუ კრენდალი.

 

შეხვედრა გახსნა რექტორის მრჩეველმა, ანა აბესაძემ, რომელმაც რექტორის სახელით, მადლობა გადაუხადა ტალინის უნივერსიტეტის წარმომადგენელს წარმატებული თანამშრომლობისთვის. სტუდენტებს მიესალმა რექტორის მოადგილე, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, პროფესორი გიორგი მირიანაშვილი, რომელმაც, ამასთანავე, ისაუბრა სადისკუსიო თემის მნიშვნელობაზე.

 

გრუნის პროფესორმა დაწვრილებით განიხილა რუსეთ-უკრაინის ომი და მისი ზეგავლენა კავკასიის რეგიონზე, კონკრეტულად, საქართველოსა და მის ევროპულ მისწრაფებებზე. პროფესორმა კრანდალმა კი ისაუბრა ესტონეთზე ომის ზეგავლენის შესახებ.

 

პრეზენტაციების შემდეგ, გრუნის სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ ემუშავათ ჯგუფებში ესტონელ და საერთაშორისო სტუდენტებთან ერთად და გაემართათ დისკუსიები სალექციო თემაზე.