საერთაშორისო მულტიდისციპლინური ფორუმი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საერთაშორისო მულტიდისციპლინური ფორუმი


2022 წლის 1-2 სექტემბერს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა უკვე მეთერთმეტედ უმასპინძლა საერთაშორისო მულტიდისციპლინურ ფორუმს, რომელსაც ყოველწლიურად ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტთან ერთად მართავს.

 

ფორუმი, რომელსაც უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობა მასპინძლობდა, გახსნეს ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორმა ჯოვანი შოპოვსკიმ და ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ამირან მესხიშვილმა. ფორუმის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და გრუნის პროფესორი, მერაბ ტურავა.

 

პირველი დღე, დაეთმო კულტურულ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ფორუმის მონაწილეებმა დაათვალიერეს ბათუმის ღირსშესანიშნაობები: გონიოს ციხე და ბოტანიკური ბაღი. დღის ბოლოს სტუმრებისათვის გაიმართა საზეიმო ვახშამი.

 

ფორუმის მუშაობაში ქართველებთან ერთად მონაწილეობდნენ ევროპის, აზიისა და ამერიკის სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები, რომლებმაც წარმოადგინეს საინტერესო კვლევები, ისაუბრეს ამა თუ იმ სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე, ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები შემდგომი თანამშრომლობის შესახებაც.

 

კონფერენციის მასალებს უნივერსიტეტი კრებულის სახით გამოსცემს.

 

ფორუმის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.