სწავლება სტომატოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სწავლება სტომატოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა სტომატოლოგიის მიმართულების სტუდენტების პროფესიული დაოსტატების მიზნით 2022 წლის 18-19 ივლისს ჩაატარა პრაქტიკული სწავლება: „პირის ღრუს საიზოლაციო სისტემები თანამედროვე სტომატოლოგიაში“ (კოფერდამის სისტემები, OptraDam).

 

უნივერსიტეტის მოწვევით, სწავლებას ხელმძღვანელობდა კომპანია Ivoclar Academy Tbilisi, ხოლო სასწავლო კურსს უძღვებოდა მედიცინის აკადემიური დოქტორი, საქართველოში ივოკლარის ოპინიონ ლიდერი - ნინო ჯაფარიძე.

 

სწავლებამ სტუდენტების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.