დოქტორანტი ნინო საჩალელი მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო სეზონური სკოლის მუშაობაში მონაწილეობდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


დოქტორანტი ნინო საჩალელი მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო სეზონური სკოლის მუშაობაში მონაწილეობდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის დოქტორანტი, ასისტენტი, ნინო საჩალელი, საკონკურსო პირობების წარმატებით გადალახვის შემდეგ, მონაწილეობდა გაიზენჰეიმის (გერმანია) უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო ონლაინ სეზონური სკოლის მუშაობაში. სკოლა დააფინანსა გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ და მისი მხარდამჭერი იყო გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახური (DAAD).

 

სეზონური სკოლის პროგრამა განკუთვნილი იყო მევენახეობა-მეღვინეობის, ეკონომიკის, ბიზნესის, ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის მიმართულების ახალგაზრდა მკვლევრებისა და სტუდენტებისთვის და მისი მიზანი იყო მევენახეობა-მეღვინეობის დარგში დღეს არსებულ აქტუალურ და მნიშვნელოვან მიმართულებებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცვლა და გამოცდილების გაზიარება.

 

პროგრამის ფარგლებში გაიზენჰაიმის უნივერისტეტის, სომხეთის სახელმწიფო აგრარული და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტების კვალიფიციურმა ლექტორებმა ახალგაზრდა მკვლევრებთან ერთად განიხილეს შემდეგი საკითხები:

  • ეკონომიკა და ღვინის მსოფლიო ბაზრები;
  • ღვინის ბაზრის კვლევა და მომხმარებლის ქცევა;
  • ღვინის მარკეტინგი (პროდუქტის, კომუნიკაციის, ფასისა და დისტრიბუციის პოლიტიკა;
  • ღვინის ტურიზმის გამოწვევები;
  • ადგილობრივი და ველური ვაზი საქართველოში;
  • ქართული ღვინის მრავალფეროვნება - ღვინის რეგიონები, სახეობები, ჯიშები;
  • ქვევრის ღვინის უნიკალურობა.

 

პროგრამის მონაწილე ყველა ახალგაზრდა მკვლევარს გადაეცა სერტიფიკატი.