ირაკლი ყანდაშვილი აზერბაიჯანელ კოლეგებს გამოცდილებას გაუზიარებს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ირაკლი ყანდაშვილი აზერბაიჯანელ კოლეგებს გამოცდილებას გაუზიარებს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ და მედიაციის შესახებ საქართველოს კანონის ერთ-ერთმა ავტორმა - ირაკლი ყანდაშვილმა, ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანულ საინფორმაციო პორტალს - e-huquq.az

 

საუბარი შეეხო მედიაციის სფეროში საქართველო - აზერბაიჯანის თანამშრომლობის, არსებული გამოცდილების გაზიარებისა და ამ მიმართულებით დღეისათვის საქართველოში მიღწეული წარმატების განხილვას.

 

ირაკლი ყანდაშვილმა აღნიშნა, რომ მის ქვეყანაში მედიაცია მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც ემსახურება ქვეყნისა და მშვიდობიანი სოციალური პოლიტიკის განვითარებას. ისაუბრა, ასევე, მედიაციის დადებითი მხარეების შესახებ, რომელიც ეხმარება მოდავე მხარეებს დაზოგონ დრო, ხარჯები და, რაც მთავარია, შეინარჩუნონ ურთიერთობა ერთმანეთთან. ითქვა, რომ დღევანდელ არაორდინარულ ვითარებაში მედიაციას ალტერნატივა არ გააჩნია.

 

ინტერვიუს დასასრულს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და სამწლიანი გამოცდილების გაზიარებისათვის მზადყოფნა გამოთქვა.