დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

მისაღები გამოცდა, სადოქტორო პროგრამებზე ჩასარიცხად, ჩატარდება კომბინირებულად, მ/წ 26 ოქტომბერს, ონლაინფორმატით, პროგრამა Google Meet-ის გამოყენებით:

 

  • რეფერატის ან გამოცემული ნაშრომის დაცვა (ქართულად);
  • გასაუბრება უცხო ენაში (მოკლე რეზიუმე სადისერტაციო თემის სავარაუდო სახელწოდებისა ან/და რეფერატში განხილული საკითხების ირგვლივ).

 

დეტალურ ინფორმაციას, ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების შესახებ, ასევე, გამოცდის დაწყების დროსთან დაკავშირებით, მიიღებთ CV-ში მითითებული ელ.ფოსტით.

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია!

 

  • გამოცდაზე დაიშვება მხოლოდ ის აპლიკანტი, რომელსაც ჩართული ექნება ვიდეოგამოსახულება და თან ექნება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • ტექნიკური (აუდიო და ვიდეო) პარამეტრების გამართვაზე, ასევე, მის სივრცეში უწყვეტი ინტერნეტ კავშირის უზრუნველყოფაზე, პასუხისმგებლია დოქტორანტობის კანდიდატი.

 

 

საკონტაქტო პირი: ფიქრია ბერიძე - სტუდენტთა მხარდაჭერისა და სერვისის სამსახურის უფროსი
ელ-ფოსტა: p.beridze@gruni.edu.ge ტელ: (+995 32) 38 44 06 (107)