სამეცნიერო კონკურსი „ჩემი ნაშრომი 180 წამში“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სამეცნიერო კონკურსი „ჩემი ნაშრომი 180 წამში“


2021 წლის 30 ივნისს ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) მხარდაჭერით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში პირველად ჩატარდა სამეცნიერო კონკურსი „ჩემი ნაშრომი 180 წამში“. ორგანიზატორებმა კონკურსის ადგილად პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულება, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი შეარჩიეს.

 

ასოციაციის - “ფრანკოფონი ცოდნის სამსახურში“, მიერ 2012 წელს შექმნილი სამეცნიერო კონკურსი ითვალისწინებს სამაგისტრო ან სადოქტორო ნაშრომის სამწუთიან წარდგენას ფრანგულ ენაზე.

 

კონკურსში მონაწილეობდნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობისა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები.

 

კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საპატიო სტუმრებმა: პიერ ალექსანდრ კრევო -ასათიანმა, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს პრეზიდენტის მრჩეველმა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ, მათ კონკურსის თითოეულ მონაწილეს წარმატება უსურვეს.

 

ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: პეტერ ტოპარევი, AUF- ის პროექტების მენეჯერი, ბულგარეთის ოფისის დირექტორი; პიერ კლუე საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი; დავიდ ტერტრი ფრანგულ - ქართული უნივერსიტეტის კოორდინატორი; მზარო დოხტურიშვილი, ილიაუნის, პროფესორი; შეაჯამა შედეგები და დაასახელა კონკურსის გამარჯვებულები:

  • თათია ხეტაშვილი თსუ -ის სტუდენტი, პირველი პრიზისა და პუბლიკის სიმპათიის პრიზის მფლობელი;
  • ცისნამ შარაშიძე ბსუ -ის სტუდენტი, კონკურსის მეორე პრიზის მფლობელი;
  • ნათია ფაილოძე თსუ -ის სტუდენტი, კონკურსის მესამე პრიზის მფლობელი.

 

კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა სამახსოვრო საჩუქრები.

 

ღონისძიების ვიდეო და ფოტოგადაღებას უნივერსიტეტის მულტიმედიაცენტრი და ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტები ახორციელებდნენ.

 

მსგავსი ღონისძიება პირველად 2008 წელს ავსტრალიაში, ქუინსლენდის უნივერსიტეტში, ჩატარდა.

 

საფრანგეთში ACFAS -მა “სამეცნიერო კვლევების ეროვნულ ცენტრთან“ და “საუნივერსიტეტო პრეზიდენტების კონფერენციასთან“ თანამშრომლობით, პირველად 2014 წელს ჩაატარა ამგვარი სამეცნიერო კონკურსი.

 

2015 წლიდან “ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოც“ (AUF) შეუერთდა საერთაშორისო საკონკურსო კომიტეტს.