გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა, სტუდენტთა გამოკითხვისა და აკადემიური/სამეცნიერო პროდუქტიულობის შედეგების მიხედვით, დაასახელა 2020-2021 სასწავლო წლის საუკეთესო პროფესორები და ლექტორები.
17 მაისს უნივერსიტეტში გაიმართა ნომინანტების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია.
უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ მადლობა გადაუხადა თითოეულ მათგანს გაწეული შრომისათვის და აღნიშნა:
„როცა ქვეყანაში რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა და გაათმაგებული ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ დისტანციურად წარმართული სასწავლო პროცესი იყოს საინტერესო და სრულყოფილი, თქვენ შესანიშნავად გაართვით თავი ამ ამოცანას.
ორმაგად სასიხარულოა, რომ თქვენი შრომის შეფასება სწორედ სტუდენტებს მივანდეთ და ისიც, რომ უნივერსიტეტს ჰყავს ასეთი აკადემიური პერსონალი. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამგვარი დამოკიდებულებისა და მცდელობისათვის...“
წლის საუკეთესო პროფესორები:
- მერაბ ტურავა - სამართლის სკოლა;
- ხათუნა კალაძე - მედიცინის სკოლა;
- თამარ ღამბაშიძე - ბიზნესისა და მართვის სკოლა;
- თეა სამჭკუაშვილი - საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა;
- პაატა ნაცვლიშვილი - ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა;
- ნიაზ ზოსიძე - ბათუმის წარმომადგენლობა.
წლის საუკეთესო ლექტორები:
- ნინო მაჭავარიანი;
- ნონა ჭანტურია;
- ირინე ცინცაძე.
ნომინანტებს გადაეცათ საპატიო წოდების დამადასტურებელი სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები.