2014 წლის 21 იანვარს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს ეწვივნენ საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბატონი რენო სალენსი და ელჩის მრჩეველი ენისა და თანამშრომლობის დარგში ბატონი ჟილ კარასო.
უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ მამუკა თავხელიძესთან ერთად, სტუმრებმა ისაუბრეს მომავალ თანამშრომლობაზე საფრანგეთის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებთან, სტუდენტების გაცვლით პროგრამებზე. საფუძველი ჩაეყარა მრავალ საინტერესო პროექტს.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI