საქართველოს მთავრობა ალმა მატერის შესახებ

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საქართველოს მთავრობა ალმა მატერის შესახებ

საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილულ იქნა ”სახელმწიფო სასერტიფიკაციო და ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგები”, რაზეც ინფორმაცია ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრმა ბატონმა ლადო ჭიპაშვილმა წარადგინა.

 

დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგებით კურსდამთავრებულთა აკადემიური მომზადების დონითა და ლიცენზიის მიღების მაჩვენებლებით გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა საქართველოს სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებელთა შორის უმაღლესი შედეგები აჩვენა და პირველი სარეიტინგო ადგილი დაიკავა.


ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ალმა მატერის მედიცინის ფაკულტეტი ლიდერობას არავის უთმობს.

 

ვულოცავთ მედიცინის ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს კიდევ ერთ გამარჯვებას.

 

კურსდამთავრებულთა მოსწრება, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების მიხედვით.

 

დადებითი შეფასების მქონე კურსდამთავრებულთა პროცენტული მაჩვენებელი.