2025 წლის 25-29 ოქტომბერს, ბათუმში გაიმართება ორგანიზაცია GLOBETS-ისა და გრუნის განათლების, ტექნოლოგიებისა და მეცნიერების მე-9 საერთაშორისო კონფერენცია - GLOBETS 2025.
GLOBETS 2025, ტრადიციულად, უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის აკადემიურ პლატფორმას და აერთიანებს მკვლევარებს, პრაქტიკოსებს, ექსპერტებს, მეცნიერებსა და პედაგოგებს, რომლებიც დაინტერესებული არიან საგანმანათლებლო მეცნიერებებითა და STEM განათლებით ყველა დონეზე, მსოფლიო მასშტაბით, რათა ხელი შეუწყოს თეორიასა და პრაქტიკას შორის კავშირს და შეისწავლოს სხვადასხვა პერსპექტივა კვლევის შედეგების სხვადასხვა პრაქტიკაში გამოყენების შესახებ.
საპრეზენტაციო წინადადებები მოიცავს სხვადასხვა მიმართულებებს.
იხილეთ ბმული: https://globets.net/index.php/aims-and-scope/
მომხსენებლებს მოეთხოვებათ აბსტრაქტის წარდგენა ორგანიზაციის მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, რედაქციული და საკონსულტაციო საბჭოს ორი წევრი ბრმად განიხილავს ნაშრომების მოცულობასა და ხარისხს.
აბსტრაქტის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 30 აგვისტომდე.
განახლებული მნიშვნელოვანი თარიღების გრაფიკი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://globets.net/
სპეციალური პირობები გრუნის მონაწილეებისთვის:
- GRUNI-ის აკადემიური პერსონალისთვის მოქმედებს 50%-იანი ფასდაკლება;
- GRUNI-ის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებისთვის მონაწილეობა სრულიად უფასოა.
სარეგისტრაციო ბმული: https://globets.net/index.php/call-for-papers/