2025 წლის 7 მაისს, 15.00 საათზე, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, 109-ე აუდიტორიაში, გაიმართება საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დოქტორანტის გიორგი მუმლაძის დისერტაციის საჯარო დაცვა. სადისერტაციო თემაზე: „სამხედრო და სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელ ორგანოებს შორის თანამშრომლობა“.
დისერტაციის გაცნობა შესაძლებელია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.
მის.: თბილისი, ირინა ენუქიძის 3 (აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ).
საკონტაქტო პირი: ამირან მოსულიშვილი a.mosulishvili@gruni.edu.ge