ა.წ. 27-28 ოქტომბერს ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “ბუნებრივი რესურსები და კურორტები, როგორც მდგრადი განვითარების ფაქტორები”. კონფერენციის ორგანიზატორები არიან გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან ერთად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, კონსალტინგისა და ახალი პროფესიების რეგიონალური ცენტრი და ველნეს კურორტი „ბიოლი“. კონფერენციის გენერალური სპონსორია კურორტების განვითარების სააგენტო.
კონფერენციის ჩატარების ადგილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური. კონფერენციის ფორმატი: ჰიბრიდული (ონლაინ და ოფლაინ რეჟიმში).
აბსტრაქტის გამოგზავნა: 01 ივლისი-18 აგვისტო (დედლაინი: 18 აგვისტო 23:59 სთ), მოხსენების წარდგენის ბოლო ვადა: 24 სექტემბერი, 23:59 სთ, კონფერენციაში ჩართვის დადასტურება: 25 სექტემბერი - 30 სექტემბერი, სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდა 2-10 ოქტომბერი.
დეტალურ ინფორმაციას გაეცანით შემდეგ ბმულზე: https://gtu.ge/News/22851/