USAID –ის საგრანტო პროგრამა მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოების, ორგანიზაციებისა და მოქალაქეთა არარეგისტრირებული ჯგუფების პროექტებს, რომლებიც შეიცავს მართლმსაჯულების გამოწვევების ინოვაციური გადაწყვეტის გზებს; ადგილობრივ ინიციატივებსა და მიდგომას, რომლებიც ეფუძნება "საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების" პრინციპებს.
პროგრამის მიზანს წარმოადგენს საქართველოში კანონის უზენაესობის გაძლიერება, მართლმსაჯულების ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის ხელშეწყობის, საზოგადოების ყველა ფენისათვის მართლმსაჯულებაზე უკეთესი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, მოქალაქეთა და ინსტიტუციური ზედამხედველობის გაძლიერების გზით.
პროგრამის პირობების სრული ვერსია, განაცხადისა და ბიუჯეტის ფორმებთან ერთად, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.