21 წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ფეხბურთში მოხალისეთა მიღება გრძელდება.
2023 წელს საქართველო რუმინეთთან ერთად მასპინძლობს უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატს. ახალგაზრდულ საფეხბურთო ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება. ფინალური მატჩი ბათუმის არენაზე გაიმართება.
ჩემპიონატის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის მოხალისეთა ჩართულობა აუცილებელია. მოხალისეთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. მსურველთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი 30 მარტამდე გაგრძელდება.
თუ გაქვთ სურვილი მონაწილეობა მიიღოთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური ჩემპიონატის ორგანიზებაში, ფლობთ ინგლისურ ენას და მზად ხართ გახდეთ საინტერესო გუნდის წევრი, შეავსეთ განაცხადი.
სასურველი ლოკაცია და საქმიანობის სფერო შეგიძლიათ თავად აირჩიოთ:
- მარკეტინგი
- ღონისძიებების მართვა
- მედია
- ბილეთების ადმინისტრირება
- აკრედიტაცია
- სტუმრების კოორდინაცია
- სხვა საინტერესო მიმართულებები
რას გთავაზობთ პროექტში ჩართვით:
- უეფასა და სფფ-ის საერთაშორისო სერტიფიკატს
- კვებასა და ტრანსპორტირებას
- ტურნირის ბრენდირებულ აქსესუარებს
- დახურვის ღონისძიებას
- უნიკალურ შესაძლებლობას გახდეთ საერთაშორისო ჩემპიონატის მრავალფეროვანი გუნდის წევრი
- გამოცდილებას და დაუვიწყარ საფეხბურთო თავგადასავალს
- პროფესიული განვითარებისა და ახალი უნარების გამოვლენის შესაძლებლობას
- მეგობრებისა და კონტაქტების შეძენას
შემოუერთდი ჩვენ გუნდს და შეიტანე წვლილი ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებაში!
ინფორმაცია სრულად: https://bit.ly/3yhovPG
რეგისტრაციის ბმული: https://bit.ly/3Xrz8KX