შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს კონკურსს, რომლის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მხარდაჭერის გზით, ხელი შეუწყოს მათი სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაუმჯობესებას, თემატური ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებასა და აკადემიურ საქმიანობაში ჩართულობას, აგრეთვე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერებასა და გაუმჯობესებას.
ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსში პროექტების წარდგენა შესაძლებელია სამეცნიერო კლასიფიკატორით განსაზღვრულ შემდეგ მიმართულებებში:
- ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
- ინჟინერია და ტექნოლოგიები;
- სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები;
- აგრარული მეცნიერებები;
- სოციალური მეცნიერებები;
- ჰუმანიტარული მეცნიერებები;
- საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://rustaveli.org.ge/geo/mimdinare-konkursebi/fondi-atskhadebs-2023-tslis-akhalgazrda-metsnierta-kvlevebis-grantit-dafinansebis-konkurss