MAC Georgia და რადიო თავისუფლება შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, იმუშაონ (გამოკითხვა, ინტერვიუს მომზადება) ახალგაზრდა რეჟისორებთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემატიკაზე, ერთად მოამზადონ საინტერესო დოკუმენტური, ანიმაციური თუ მხატვრული ფილმები.
თუ მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ იპოვოთ და მოყვეთ ემოციური ისტორიები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) ადამიანების შესახებ და ამით აამაღლოთ საზოგადოების ცნობიერება შშმ პირთა პრობლემების შესახებ, მაშინ ეს კონკურსი თქვენთვისაა.
I ადგილი - 15 000₾
II ადგილი - 6 000₾
III ადგილი - 3 500 ₾
სრული ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://www.radiotavisupleba.ge/a/32172863.html
სამეცნიერო კვლევების მართვის ცენტრი.