იტვირთება...
შოთა გელანტია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


შოთა გელანტია

2009 წელს  დაამთავრა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის  ბიზნესისა და მართვის ბააკალავრიატი. მუშაობა დაიწყო შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ მომსახურების ცენტრში, პროექტების მენეჯერად.

 

2010-2012 წწ. მუშაობდა  შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მომსახურების ცენტრში; რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსად.

 

2012 წელს მუშაობდა შპს "ჯი-ქეი გრუპის" აღმასრულებელი დირექტორი.

 

2012-2013 წწ. დაიწყო მუშაობა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილედ.

2014 წლიდან მუშაობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში მარკეტინგის სამსახურის უფროსად.

 

„გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გატარებულმა ოთხმა წელმა ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემს პროფესიულ კარიერაზე. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი არის ადგილი, სადაც ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ მიიღო ცოდნა და გახდე წარმატებული.

 

გამოცდილებამ მაჩვენა, რომ საქართველოს სამუშაო ბაზარზე კონკურენცია დიდია და ყოველდღიურად მატულობს საერთაშორისო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა რიცხვი. კარგი საფუძველი, რომელიც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში მივიღე და ყოველდღიური პროფესიული განვითარება მაძლევს საშუალებას თავაწეული ჩავდგე მათ რიგებში.

 

ჩემს შემთხვევაში პროფესიისა და უნივერსიტეტის სწორად არჩევამ კარგი შედეგი გამოიღო და დღეს მაქვს საშუალება უმაღლესი განათლებითა და ხუთწლიანი სამუშაო გამოცდილებით წვლილი შევიტანო ქვეყნის განვითარებაში.

 

განათლება-საწყისი ჯანსაღი აზროვნებისა--დიდ წილად განაპირობებს ჩვენს წინსვლასა და წარმატებას და საფუძვლიანად ცვლის ჩვენს ცხოვრებას“.