სტუდენტური თვითმმართველობა
სტრუქტურა
თვითმმართველობის პრეზიდენტი – გიორგი ხურიშვილი
თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი – გიგა გიგაშვილი
თვითმმართველობის გენერალური სამდივნო
გენერალური მდივანი – გიორგი ფარეშიშვილი
სპორტის კომიტეტის მდივანი – ირაკლი ჯაოშვილი
კულტურისა და ტურიზმის კომიტეტის მდივანი – ვასილ სამხარაძე
მეცნიერებისა და ინტელექტუალურ საკითხთა კომიტეტის მდივანი – ნატალია მაისურაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხთა კომიტეტის მდივანი – გურამ კორკოტაშვილი
თვითმმართველობის სენატი
სენატის სპიკერი – ლევან გუგუშვილი (ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი)
სენატორი – ნათია ბერაძე (იურიდიული ფაკულტეტი)
სენატორი – სანდრო ქემერტელიძე (იურიდიული ფაკულტეტი)
სენატორი - გიორგი თარხნიშვილი (ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი)
სენატორი – გიორგი ბერულავა (ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი)
სენატორი – ლელა ჭარელაშვილი (ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი)
სენატორი – გიორგი მაღლაკელიძე (მედიცინის ფაკულტეტი)
სენატორი – გიორგი გაბაშვილი (მედიცინის ფაკულტეტი)
სტუდენტური კავშირი მრავალი ღონისძიების ინიციატორია. მან ფართო მასშტაბიანი აქცია მოაწყო შიდსის წინააღმდეგ. საკუთარი ძალებით ჩატარდა კონცერტი გრიბოედოვის სახელობის თეატრში და მთელი შემოსავალი გადაეცა საზოგადოებრივ ორგანიზაციას – შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდს.
საზოგადოებრივ ორგანიზაცია ,,თანადგომასთან” ერთად სტუდენტურმა კავშირმა ორგანიზაცია გაუკეთა ლექციების ციკლის ჩატარებას სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა შესახებ, მათი პროფილაქტიკის საკითხებზე.
საქართველოს ,,მწვანეებთან” ერთად მოეწყო ეკოლოგიური ექსპედიცია მარიამჯვრის ნაკრძალში, სადაც რამდენიმე დღე სტუდენტებმა იცხოვრეს კარვებში, გაასუფთავეს ნაკრძალი, ამხილეს უკანონოდ ხის მჭრელები. ამ აქციამ ფართო რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში, იგი გაშუქდა მასმედიით.
სტუდენტები ხშირად იწვევენ საზოგადო მოღვაწეებსა და პოლიტიკოსებს. 2005 წლის აპრილში მოიწვიეს საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი. მან წაიკითხა ლექცია და ჰქონდა ღია დისკუსია სტუდენტებთან.
სტუდენტური კავშირი ყოველწლიურად მართავს ინტელექტუალურ თამაშს ,,საპარლამენტო დებატები“ ჩემპიონატის სახით, რომელშიც ყველა სკოლის სტუდენტს შეუძლია მონაწილეობის მიღება.
სტუდენტთა ერთი ჯგუფი გაემგზავრა შორეთის სამონასტრო კომპლექსის აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად.
უნივერსიტეტმა ორ სტუდენტს – ზაზა ვარსიმაშვილს და ნონა ქანდაურიშვილს გადაუხადა სტუდენტული ქორწილი.
ყოველწლიურად ტარდება სპორტული საუნივერსიტეტო ჩემპიონატი, რომელსაც უნარიანად ხელმძღვანელობს ბაქარ ვერულაშვილი.
სტუდენტურ კავშირს ურთიერთობა აქვს უცხოეთის უნივერსიტეტების სტუდენტებთანაც. 2005 წლის ზაფხულში ისინი დაუმეგობრდენენ შეერთებული შტატების კოლგეიტის უნიერსიტეტის სტუდენტებს – ბრედლი ვოლტერსს, რაიან მარტინს, მარტა როუზს და მეგან ბაკლის – რომლებიც სტუმრად იყვნენ ჩამოსული საქართველოში. მათ ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილებები და გააცნეს თავიანთი ქვეყნების კულტურა და განათლების სპეციფიკა. მასპინძლებმა სტუმრებს დაათვალიერებინეს საქართველოს ღირსშესანიშნაობანი. უხცოელი სტუდენტები დიდი შტაბეჭდილებებით წავიდნენ საქართველოდან.