დაიბადა 1966 წლის 20 მაისს.
1988 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1992 წელს - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურა.
1993 წელს - უცხო ენათა კურსები, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია, მოსკოვი, რუსეთი.
აკადემიური წოდება:
1999წ - იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი – საერთაშორისო სამართალი.
1993წ - იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი – სისხლის სამართალი.
სამუშაო გამოცდილება:
2015 წ.- დღემდე- ანალიტიკური განყოფილების უფროსი, საქართველოს უზენაესი სასამართლო;
2014 წ.- დღემდე - სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი;
2014 წ.- დღემდე - იურიდიული დახმარების სამსახურის საბჭოს წევრი;
2015-2008წწ - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სრული პროფესორი, საერთაშორისო საჯარო სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი;
2015-2008წწ - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის „იურიდიული კლინიკის“ პროგრამის (უფასო იურიდიული დახმარების სამსახური) დირექტორი;
2015 წ-2009წწ - საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ეთიკის კომისიის წევრი;
2015 -2014წწ - საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის საბჭოს წევრი;
2015- 2013წწ - არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების უწყებათაშორისო კომისიის წევრი. იუსტიციის სამინისტრო;
2015 – 2013წწ - პროექტის კოორდინატორი, ლექტორი, TEMPUS-ის პროგრამა“ევროინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები“;
2015 – 2013წწ - პროექტის დირექტორი, „სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპები“ (ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“(OSGF) პროექტი);
2013 წელი (ივლისი-აგვისტო) - მაქს-პლანკის საერთაშორისო სისხლის სამართლისა და შედარებითი სამართლის ინსტიტუტი, სამეცნიერო კვლევა თემაზე: განრიდება სისხლის სამართლის პროცესში (ფრაიბურგი, გერმანია); DAAD-ს (გერმანიის აკადემიური გაცვლითი პროგრამა) სტიპენდიანტი;
2013-2011წწ - პროექტის დირექტორი „ადამიანის უფლებათა დაცვა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მედიაციის გზით“; (ღია საზოგადოების ინსტიტუტი -OSI და OSGF პროექტი)
2013-2012წწ - ექსპერტი, გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში (UNDP);
2012-2010წწ - პროექტის დირეტორი, ექსპერტი „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა საქართველოში“; OSGF პროექტი;
2012-2008წწ - გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN WOMEN) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კონსულტანტი გენდერული თანასწორობის საკითხებზე ;
2011 წელს (3 თვე) - მაქს-პლანკის საერთაშორისო სისხლის სამართლისა და შედარებითი სამართლის ინსტიტუტი, მაქს-პლანკის საზოგადოების სტიპენდიანტი;
2011 წელი - საერთაშორისო ექსპერტი, მსოფლიო ბანკის პროექტი „ნოზოკომიურ დაავადებებთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის შემუშავება -2010-2015 წ.;
2011 წლიდან დღემდე - ბიოეთიკის კომისიის წევრი, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი;
2010-2009 წლებში (6 თვე) – მაქს პლანკის საერთაშორისო სისხლის სამართლისა და შედარებითი სამართლის ინსტიტუტი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის განხრა; DAAD-ს (გერმანიის აკადემიური გაცვლითი პროგრამა) სტიპენდიანტი;
2009-2008წწ - არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” ექსპერტ - კონსულტანტი.
2009-2005წწ - საქართველოს უნივერსიტეტი, ასოციარებული პროფესორი (ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო სამართალი).
2009-2006წწ - აღმასრულებელი დირექტორი, ასოციაცია „უფლება ჯანმრთელობაზე“.
2008-2007წწ - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, პროფესორი (საერთაშორისო სამართალი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი).
2009-2008წწ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მოწვეული ლექტორი (ჯანდაცვის მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტის კათედრა);
2007-2005წწ - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), “საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დახმარება” პროექტის იურიდიული ცენტრის მთავარი ექსპერტი
2006-2005წწ - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტი, ფონდების მოზიდვის ოფისის ხელმძღვანელი.
2005-2002წწ - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, დეკანის მოადგილე.
2005-2004 წლებში - პროექტის დირექტორი“კვალიფიციური კადრების დასაქმების საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრის”. მსოფლიო ბანკის (WB) პროექტი;
2004-2002წწ - ექსპერტი, ევროკავშირის TEMPUS/TACIC –ის პროგრამა. (ბრიუსელი, ბელგია).
2006-2005წწ (6 თვე)- მაქს-პლანკის საერთაშორისო სისხლის სამართლისა და შედარებითი სამართლის ინსტიტუტი, საერთაშორისო სისხლის სამართლის განხრა (ფრაიბურგი, გერმანია-DAAD პროგრამის სტიპენდიანტი).
2005-1997წწ–მსოფლიოს სამართლებრივი სისტემების კათედრის გამგე, პროფესორი. სასწავლო კურსები- სახელმწიფოსა და სამართლის თეორია, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს სამართალწარმოება (სპეცკურსი), მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები (სპეცკურსი).
2000 წელს (3 თვე)- მაქს-პლანკის საერთაშორისო სისხლის სამართლისა და შედარებითი სამართლის ინსტიტუტი – სამედიცინო სამართალის განხრა (ფრაიბურგი, გერმანია - DAAD პროგრამის სტიპენდიანტი).
მარინე კვაჭაძე ფლობს რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებს.
არის არაერთი პუბლიკაციის ავტორი.