კავშირები
მიმოხილვა
უნივერსიტეტში განხორციელდა ან განხორციელების პროცესშია 16 საერთაშორისო პროგრამა:
TEMPUS TACIS – ევროკავშირის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა სწავლებისა და სწავლის სისტემის ევროპულ სტანდარტებზე გადაყვანას.
ევროპული დიდაქტიკა – პროექტმა გაიმარჯვა ფონდი ,,ღია საზოგადოება ,,საქართველოს” მიერ გამოცხადებულ კონკურსში. ამჟამად ნაშრომი გამოცემულია წიგნად (ავტორები – პროფესორი მამუკა თავხელიძე, პროფესორი ბელა გომელაური).
დებატებისა და სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი – პროექტმა გაიმარჯვა ფონდი ,,ღია საზოგადოება ,,საქართველოს” კონკურსში.
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საკვირაო სკოლა. პროექტმა გაიმარჯვა ფონდი ღია საზოგადოება ,,საქართველოს” კონკურსში.
გაეროს პროგრამა ,,გენდერი, კონფლიქტი და მშვიდობის მშენებლობა”. ეს კურსი იკითხება სულ რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში.
ჰარვარდის უნივერსიტეტისა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ერთობლივი კვლევითი პროექტი. საქართველოდან მონაწილეობს მხოლოდ ჩვენი უნივერსიტეტი, რომელიც იკვლევს პოსტსაბჭოურ სივრცეში ეკონომიკის განვითარების ტენდენციებს.
შეერთებული შტატების საელჩოს პროგრამით უნივერსიტეტის პედაგოგი ნანა კაჭაბავა იმყოფებოდა შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში და შესაბამისი გამოცდილების საფუძველზე პროფესორ დალი ქადაგიშვილთან ერთად დაამუშავა ამერიკანისტიკის კურსი, რომელიც იკითხება ორ სპეციალობაზე სავალდებულო მოდულად, ხოლო სხვა სპეციალობებისათვის არჩევით.
საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები:
ჯორჯიის უნივერსიტეტთან - პროექტის 75 % ამერიკული მხარე აფინანსებს. ამ პროექტის განხორციელებაში დიდი როლი შეასრულა პროფესორმა ნინო ქემერტელიძემ, ხოლო ჯორჯიის უნივერსიტეტის მხრიდან პროექტის კოორდინატორმა ვანესა ჰოლტმა და პროფესორმა სილვია მაკლორინმა, რისთვისაც მათ უნივერსიტეტი გულწრფელ მადლობას უხდის.
სიეტლის კოლეჯთან - პროექტი ჩვენი უნივერსიტეტისათვის ითვალისწინებს 60 % ფასდაკლებას.
ამ პროექტის განხორციელება უშუალო დამსახურებაა კოლეჯის პრორექტორის პროფესორ ანტონიო ბარეტო ოგილვის, რისთვისაც მას უნივერსიტეტი გულწრფელ მადლობას უხდის.
ჩრდილო კაროლინას უნივერსიტეტთან კრიმინალისტიკის სპეციალობით - 80 % ფასდაკლება.
კემბრიჯის უნივერსიტეტთან - 40% ფასდაკლება.
2001 წელს დაიდო ხელშეკრულება პრაღის ამერიკულ უნივერსიტეტთან. ჩვენმა უნივერსიტეტმა მიიღო ექსკლუზიური უფლება უფასოდ გააგზავნოს საქართველოდან და, რა თქმა უნდა, ჩვენი უნივერსიტეტიდან ეკონომიკის სპეციალობის კურსდამთავრებულები PhD ან MPA – ის პროგრამებზე პრაღაში.
აქტიური თანამშრომლობა ხორციელდება ინგლისის ნოტინჰემის ტრენტის უნივერსიტეტთან. ხელი მოეწერა მემორანდუმს, როგორც კვლევითი ხასიათის პროექტების, ისე სტუდენთა გაცვლის პროგრამის განხორციელების შესახებ (ოთხი სტუდენტი გაიგზავნა უფასოდ ერთწლიანი ჩართული კურსის გასავლელად).
შვეიცარიის უნივერსიტეტთან დაიდო ხელშეკრულბა ტურიზმისა და ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სტუდენტთა გასაგზავნად სრული ან არასრული ციკლით.
ენის შემსწავლელი პროგრამები ინგლისსა და გერმანიაში. ამათგან ერთი სპეციალიზირებული პროგრამაა პოლიტიკოსებისა და სახელმწიფო მოხელეთათვის პარლამენტსა და სახელისუფლებო ორგანოებში პრაქტიკის ჩათვლით. (ფასდაკლება ჩვენი უნივერსიტეტისათვის 15-20 %).
·
სტაჟირება შეერთებულ შტატებში 4 თვით, ხელფასისა და ბინის უზრუნველყოფით, აგრეთვე, კურსდამთავრებულთათვის სამუშაო სპეციალობით 18 თვემდე, ასევე, ხელფასითა და ბინის უზრუნველყოფით..