გაცვლითი პროგრამები
GeoEng

გაცვლითი პროგრამები

საერთაშორისო მობილობა: გაცვლითი პროგრამები და Erasmus პროგრამები

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი გაცვლით და Erasmus პროგრამებს ახორციელებს მსოფლიოს 30-ზე მეტ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან - როგორც ამერიკის, ისე ევროპისა და აზიის კონტინენტებზე.

 

რას ნიშნავს გაცვლითი პროგრამა?

ამ პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია GRUNI-ის სამივე საფეხურის სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ შემდეგი პროგრამებით: სამართალი, ბიზნესის ადმინისტრირება, ფსიქოლოგია, ჟურნალისტიკა, საჯარო მმართველობა და პოლიტიკა, მედიცინა, სტომატოლოგია. პროგრამა გულისხმობს პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლას ერთი ან ორი სემესტრით (ისე, როგორც პარტნიორი უნივერსიტეტიდან უცხოელი სტუდენტის სწავლას GRUNI-ში), ხოლო დაგროვილ კრედიტებს აღიარებს GRUNI და დიპლომის დანართში დაფიქსირდება შესაბამისი ქულები. ამ შემთხვევაში, პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლის საფასურს სტუდენტი არ იხდის. საზღაური შეეხება მხოლოდ საორგანიზაციო საკითხებს (თვითმფრინავის ბილეთი, საცხოვრებელი, სავიზო ხარჯები და ა.შ.), თუმცა, ზოგ შემთხვევაში, თუ პარტნიორი უნივერსიტეტიდან GRUNI-ში არ იგეგმება უცხოელი სტუდენტის ვიზიტი, შეიძლება, პარტნიორმა უნივერსიტეტმა მოითხოვოს სწავლის ღირებულების გადახდა, GRUNI-სთვის გათვალისწინებული სპეციალური ტარიფით, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება სტუდენტისთვის. რიგ შემთხვევაში, GRUNI თავად გამოყოფს შიდა გრანტს ასეთი პროგრამების დასაფინანსებლად.

 

იხილეთ პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულებების მცირე ჩამონათვალი: (მითითებულ უნივერსიტეტებში სწავლება მიმდინარეობს, როგორც ინგლისურ, ისე ადგილობრივ ენაზე)

 

  • Sciences Po Rennes - საფრანგეთი
  • Université de Nantes - საფრანგეთ
  • Université Catholique de Lille - საფრანგეთი
  • Paris Descarte - საფრანგეთი
  • Jan Kochanowski University - პოლონეთი
  • University of Porto - პორტუგალია
  • Pomeranian University - პოლონეთი
  • Nicolaus Copernicus University - პოლონეთი
  • DHBW Heidenheim- გერმანია
  • University of Würzburg- გერმანია
  • Lazarski University - პოლონეთი
  • Szczecin University- პოლონეთი

 

 

რას გულისხმობს Erasmus პროგრამა ?

Gruni მონაწილეობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ Erasmus-ის გაცვლით პროგრამებში, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტების მობილობას პარტნიორ უნივერსიტეტში.

 

Erasmus-ის მობილობის პროგრამის ფარგლებში, კრედიტების დაგროვების მიზნით, საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა შეუძლია Gruni-ს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ პროგრამაში მონაწილეობისთვის დადგენილ მოთხოვნებს (იხ. ქვემოთ)

 

Erasmus პროგრამები სრულად ფინანსდება ევროკავშირის მიერ და ისე როგორც გაცვლითი პროგრამების შემთხვევაში, Erasmus მობილობის პროგრამის დასრულების შემდეგ, მასპინძელი უნივერსიტეტი, საგნების ტრანსკრიპტს (ნიშნების ფურცელს) აგზავნის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში , რათა მოხდეს კრედიტების აღიარება.

 

როგორ ხდება რეგისტრაცია გაცვლით და Erasmus პროგრამებზე?

  1. უნივერსიტეტის საერთაშორისო ინტეგრაციის ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას პარტნიორი უნივერსიტეტისგან შემოთავაზებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, შესაბამისი ადგილების რაოდენობის განსაზღვრით.
  2. სტუდენტი მიმართავს საერთაშორისო ინტეგრაციის ცენტრს, სადაც შეუძლია მიიღოს დამატებითი ინფორმაცია და შეავსოს აპლიკაციის ფორმა.
  3. პარტნიორი უნივერსიტეტის მოთხოვნით, შეიძლება, დაიგეგმოს სტუდენტთან გასაუბრება სკაიპით ან ჩატარდეს შიდა ტესტირება უცხო ენაში (იმის გათვალისწინებით თუ რომელ ქვეყანაში იგეგმება სტუდენტთა მობილობა და რა ენაზეა სწავლება).
  4. ერთი ან ორი კვირის შემდეგ გამოქვეყნდება გამოცხადებულ პროგრამებზე დაშვებულ სტუდენტთა სია.

 

რეგისტრაციისთვის საჭიროა დოკუმენტები:

  • პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი
  • აკადემიური ცნობა სკოლიდან/ფაკულტეტიდან GPA-ის გარეშე (ძირითად პროგრამულ დისციპლინებში შეფასების საშუალო ქულა არ უნდა იყოს 70-ზე ნაკლები).
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი - GRUNI-ის მიერ გაცემული ინგლისური ან გერმანული, ან ფრანგული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან TOEFL, IELTS (არსებობის შემთხვევაში).
  • სტუდენტის მიერ შევსებული აპლიკაციის ფორმა.
  • ერთი სარეკომენდაციო წერილი სკოლიდან/ფაკულტეტიდან.