საბაკალავრო პროგრამები ვებსტერის უნივერსიტეტთან ერთად
GeoEng

საბაკალავრო პროგრამები ვებსტერის უნივერსიტეტთან ერთად

როგორია პროგრამაზე რეგისტრაციის პროცედურა?

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის დროს აბიტურიენტი ირჩევს ჩამოთვლილი საბაკალავრო პროგრამებიდან ერთ-ერთს (ფსიქოლოგია, საჯარო მმართველობა და პოლიტიკა, ბიზნესის ადმინისტრირება), ხოლო GRUNI-ში ჩარიცხვის შემთხვევაში იგი რეგისტრირდება ვებსტერის უნივერსიტეტის პროგრამაზე და მისი დასრულების შემდეგ იღებს ორ აკადემიურ ხარისხს და დიპლომს, ცალ-ცალკე. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ვებსტერის უნივერსიტეტი ანიჭებს განსხვავებულ კვალიფიკაციას, კერძოდ:

 

GRUNI-ის კვალიფიკაცია ვებსტერის კვალიფიკაცია
 სოციალური მეცნიერებების ბაკალავრი ფსიქოლოგიაში  Bachelor of arts in psychology
 საჯარო მმართველობის ბაკალავრი  Bachelor of arts in international relations
 ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი  Bachelor of arts in management

 

სხვაგვარად რომ ვთქვათ,  უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სტუდენტი იღებს ორ განსხვავებულ კვალიფიკაციას, რაც უზრუნველყოფს მისი კარიერის ფართო პერსპექტივას.

 

როგორია სწავლის პროცესის სტრუქტურა?

სტუდენტები, თბილისის კამპუსში, აგროვებენ კრედიტებს  ვებსტერის უნივერსიტეტის მიერ  განსაზღვრულ დისციპლინებში, ხოლო დანარჩენ დისციპლინებს, 5 თვის მანძილზე (2+3), სწავლობენ ვებსტერის უნივერსიტეტის ათენის კამპუსში (საბერძნეთი). უნდა აღინიშნოს, რომ გარდა მნიშვნელოვანი ფინანსური შეღავათისა, ვებსტერის სპეცპროექტის მიხედვით სწავლის საზღაური მოიცავს ათენში ცხოვრების ღირებულებასაც.

 

სწავლის წლიური საფასური ვებსტერის პროგრამებზე (საცხოვრებელი ბინის ჩათვლით):

 

 სოციალური მეცნიერებების ბაკალავრი ფსიქოლოგიაში

 BACHELOR OF ARTS IN PSYCHOLOGY

 11 000 ლარი

 საჯარო მმართველობის ბაკალავრი

 BACHELOR OF ARTS IN INTERNATIONAL RELATIONS

 11 900 ლარი

 ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი                 

 BACHELOR OF ARTS IN MANAGEMENT

 10 300 ლარი

 

რა უპირატესობა აქვს ამ პროგრამებს?

 

ვებსტერის პროგრამის არჩევის შემთხვევაში, GRUNI-ის სტუდენტი ავტომატურად ხდება ვებსტერის უნივერსიტეტის სტუდენტიც.

 

განუზომლად მცირე ფინანსური დანახარჯებით (აშშ კამპუსში  სწავლასთან შედარებით), სტუდენტი მოიპოვებს იმავე აკადემიურ სტატუსს, რასაც მოიპოვებდა შეერთებულ შტატებში სწავლის შემთხვევაში.

 

ვებსტერის პროგრამის  კურსდამთავრებული მიიღებს ორ კვალიფიკაციას - ვებსტერის უნივერსიტეტისა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისგან, რაც კარიერული წინსვლის შეუფერხებელი უზრუნველყოფის საფუძველს შექმნის.

 

ვებსტერის პროგრამაზე ჩარიცხვისათვის არ მოითხოვება სტანდარტიზებული ტესტების ჩაბარება (TOEFL და სხვა მსგავსი ტიპის ტესტები), საკმარისად ჩაითვლება GRUNI-ის შიდა საუნივერსიტეტო ტესტირების შედეგები.