თანამედროვე სახელმწიფოს კრიზისი
GeoEng

თანამედროვე სახელმწიფოს კრიზისი

საკუთარი მოქალაქისა და უცხოელის უფლებათა თანასწორობის დილემა თანამედროვე გლობალიზაციის ფონზე

21-ე საუკუნის დასაწყისში, მიგრაციული მოძრაობის ზრდასთან ერთად, აქტუალური გახდა, ერთის მხრივ, მიგრანტების უფლებათა დაცვა და სახელმწიფოთა მხრიდან მიგრაციის პროცესის რეგულირება, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს სუვერენიტეტის, მისი უსაფრთხოების საკითხები და, ამასთანავე, შიდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონფლიქტები. თუ გავითვალისწინებთ, რომ დღეს მსოფლიოში დაახლოებით 250 მილიონამდე მიგრანტია - საკითხის აქტუალობის მიზეზი გასაგები გახდება. ძლიერ გაზრდილი გლობალური მიგრაციის შედეგად უცხოელები „მასპინძელ“ ქვეყანაში, ხშირ შემთხევაში, განსაკუთრებით დაუცველები ხდებიან. მიგრანტებს თან მიაქვთ სხვა ქვეყნებში მათი სამართლებრივი, პოლიტიკური, სოციალ-ეკონომიკური და კულტურული ტრადიციები.

მიგრაცია, სხვა ფაქტორებთან ერთად, არის სწრაფად განვითარებადი გლობალიზაციის ნაწილი. აქედან გამომდინარე, თანამედროვე ევროპა დღეს პოლიტიკურ და იდეოლოგიურ ტრანსფორმაციას განიცდის. მისი გამომწვევი მიზეზი ორი კონტრასტული ფენომენია, ერთის მხრივ, ეროვნული გრძნობების განმტკიცება და, მეორეს მხრივ, მოქალაქეობის ცნების „გადაგვარება“. ეს უკანასკნელი გამოიწვია იმან, რომ სახელმწიფოების მიერ, სხვადასხვა (მათ შორის სოციალური) უფლების მინიჭება უკვე აღარ არის დამოკიდებული მოქალაქეობის სტატუსზე. სწორედ მიგრაცია არის ევროპის კავშირში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პოლიტიკური თემა. ამ პოლიტიკურმა კამათმა გამოიწვია, არამარტო მემარჯვენე პოპულისტური და ნაციონალისტური იდეოლოგიის პარტიების პოპულარულობის ზრდა, არამედ, ევროპის კავშირში გაჩნდა უამრავი სამოქალაქო ინიციატივა და მოხელისეთა ჯგუფი ლტოლვილების მხარდასაჭერად.

მიგრანტების რაოდენობის ზრდის პრობლემის წინაშე უპირველესად ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის განვითარებული და მდიდარი ქვეყნები აღმოჩნდნენ. ეს სწორედ ის ქვეყნებია, რომელთა როლიც დიდია მსოფლიოს გეოპოლიტიკური ამინდის შექმნაში. სწორედ, მათი ინიციატივითა და მხარდაჭერით შეიქმნა ადამიანის უფლებათა დეკლარაცია, ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია, ევროპული ქარტია, და კიდევ მრავალი სხვა აქტი, რომელიც ადამიანის უფლებებს, მათ საყოველთაო თანასწორობას აღიარებს და მისი გარანტიების შექმნის მექანიზმებზე ზრუნავს. ამიტომ, სამართლიანად ჩნდება კითხვები, თუ რამდენად ლეგიტიმურია სახელწიფოთა მცდელობები ჩაკეტონ საზღვრები იმ პირთათვისაც კი, რომლებიც საკუთარი თავისა და შვილების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისა გადასარჩენად მშვიდობიან ქვეყნებს მიაშურებენ? ხომ არ დარჩა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო განზომილება მხოლოდ დაწერილი, მაგრამ აღუსრულებელი შეთანხმება? დასავლური ცივილიზაცია, მხოლოდ მაშინ ხომ არის ადამიანის უფლებათა დამცველი, როცა იგი თავიანთი საზღვრებისა და სუვერენიტეტისგან შორსაა?

ამ კითხვებზე პასუხის ძიებისას, ვაწყდებით მეორე, არანაკლები მნიშვნელობის პოზიციას, რომელიც ძირითადად სახელმწიფო სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების საკითხებზეა დამყარებული და ორიენტირებულია საკუთარი მოქალაქეების პრიორიტეტებზე. ამ მხარის დამაჯერებელი არგუმენტი სწორედ მოქალაქეობის ინსტიტუტია. მოქალაქეები, რომლებიც თავის ხელისუფლებას ირჩევენ და შემდეგ ინახავენ მათ, იხდიან გადასახადებს, აქვთ სამხედრო ან სოციალური ვალდებულებები, სანაცვლოდ განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვენ და იმსახურებენ კიდეც. ამგვარი გაგება გამორიცხავს საკუთარი მოქალაქეების უცხოელებთან ყველა ასპექტით გათანაბრებას გათანაბრებას. ამგვარი ტოტალური გათანაბრება დაარღვევდა მოქალაქის ინსტიტუტს, რომელიც არის მოქალაქეობის საყრდენი. აღნიშნული პროცესი შესაძლოა, იყოს სახელმწიფო სისტემის მოშლის და მისი დასასრულის დასაწყისი.

ურთიერთდაპირისპირებული ფაქტორების განხილვისას აუცილებლად უნდა გავითვალისიწინოთ ერთი რამ: სახელმწიფოების დამოკიდებულება საკუთარ მოქალაქეებთან და არამოქალაქეებთან, სახელმწიფოს შეუზღუდავი პრიორიტეტი არ არის. სახელმწიფოებმა როგორც საერთაშორისო საზოგადოების წევრებმა ნებაყოფლობით დაუშვეს, რომ მათი უზენაესი ძალაუფლება, ყველა პირზე, რომელიც იმყოფება სახელმწიფოს ტერიტორიების ფარგლებში, ეროვნულის გარდა, საერთაშორისო სამართლით არის გარანტირებული. ამგვარი შეთანხმებით, სახელმწიფოებმა გარკვეულწილად, ნებაყოფლობით დათმეს ძალაუფლების ნაწილი, ადამიანის უფლებათა სასარგებლოდ.

საკითხავია, თუ როგორ უნდა მოახერხონ სახელმწიფობმა იმგვარი სისტემის შექმნა, რომელიც ერთის მხრივ დაიცავს უცხოელების, მიგრანტების უფლებებს მასპინძელ სახელმწიფოებში და მეორეს მხრივ შეინარჩუნებს მოქალაქეობის ინსტიტუტს და ამით დაიცავს სახელმწიფოს კულტურულ და ეროვნულ იდენტობას, თავის კონსტიტუციურ წესრიგსა და პრინციპებს.

სახელმწიფო სოციალურ ინსტიტუტთაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. ეს მოსაზრება სახელმწიფოს რაობის შესახებ, „სოციალური სოლიდარობის“ ფაქტორს უკავშირდება. ეს უკანასკნელი აქცენტს აკეთებს სოციალური ჯგუფის შეკრულობაზე, იმგვარ სოლიდარობის გრძნობაზე, რომელიც ამ ჯგუფს უნდა ამოძრავებდეს. რუსოს საზოგადოებრივი შეთანხმების თეორიას თუ დავეყრდნობით, სახელმწიფო უპირველეს ყოვლისა სოციალური თანხვედრის ცენტრია. დამკვიდრებული თეორიის თანახმად, სახელმწიფოებრიობის შემადგენელი პირობა არის მოსახლეობა. ანუ ის მოქალაქეები, რომლთა გაერთიანებაც ქმნიან ერს. ერი იქმნება საერთო თვისებების (მაგალითად რასა, ენა, რელიგია) ერთი და იმავე ტრადიციების, ჩვეულებების, წარსულის, ცხოვრების წესის საფუძველზე. მეცნიერთა დიდი ნაწილი ერის აუცილებელ კრიტერიუმად საკუთარი სახელმწიფოს არსებობას მიიჩნევს და ასკვნის, რომ მხოლოდ ის ეთნიკური ერთობა შეიძლება ჩაითვალოს ერად, რომელიც პოლიტიკურ ერთობას ქმნის და აქვს თავისი სახელმწიფო. ამ არგუმენტებიდან გამომდინარე, განუზომელია, ერთის მხრივ, თვით ერის და, მეორეს მხრივ, მოქალაქეობის ინსტიტუტის მნიშვნელობა სახელმწიფოებრიობის შესანაჩუნებლად.

ქართველი მწერალი და მოაზროვნე ვაჟა-ფშაველა ჯერ კიდევ 1905 ფიქრობდა ეროვნულისა და გლობალურის ურთიერთშერწყმაზე. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი პატრიოტია. იგი შესანიშნავად განმარტავდა რომ, პატრიოტიზმი უფრო გრძნობის საქმეა, ვიდრე ჭკუა-გონებისა, თუმცა კეთილგონიერება მუდამ ყოფილა და არის მისი მათაყვანებელი და პატივისმცემელი. კოსმოპილიტიზმი მხოლოდ ჭკუის ნაყოფია, ადამიანის კეთილგონიერებისა, მას ადამიანის გულთან საქმე არა აქვს, იგი საღსარია იმ უბედურობის ასაცილებლად, რომელიც დღემდის მთელს კაცობრიობას თავს დასტრიალებს.

ცივი ომის, მის შემდგომ პერიოდზე და დღეს მიმდინარე პროცესზე დაკვირვება ნათელს ხდის, რომ სახელმწიფოებს, თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში არ შეუძლიათ იზოლირებულად, სხვა სახელმწიფოებისაგან და ხალხებისაგან დამოუკიდებლად განვითარდნენ. მსოფლიოს წინაშე მდგარი პრობლემები, როგორიცაა, მაგალითად, გარემოს დაცვა, ტერორიზმთან ბრძოლა და სხვა საფრთხეები, მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის დაძლევადი. სახელმწიფოს იდენტობა, მისი არსებობა ვერ დაზიანდება ქვეყნაში ემიგრაციითა და იმიგრაციიათ, თუ ეს პროცესი სახელმწიფოს მიერ გონივრულად მართული იქნება. კანონზომიერია, რომ ყველაფერ „უცხოს“, რაც არ უნდა დადებითი და მიმზიდველი იყოს იგი, ზედმეტი დოზით მიწოდება ყოველთვის იწვევს უკან, „საკუთარისკენ“ შემობრუნებას. სახელმწიფოს შემთხვევაში სწორი „დოზირება“ უნდა შეარჩიოს.

ისტორია ცხადჰყოფს, რომ ერები მუდმივად განიცდიან ევოლუციას. მას არა აქვს ალტერნატივა. თუმცა პროცესების გონივრული მართვა არ არის შეუძლებელი. თანამედროვე სახელმწიფომ უნდა მიიღოს და შეიფაროს ის უცხოელები, რომლებიც მზად არიან აღიარონ მასპინძელი ქვეყნის ეროვნული ღირებულებები, პატივი სცენ ნაციონალურ კულტურას, ისწავლონ ენა, იცხოვრონ მასპინძელი ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის გათვალისწინებით და მზად იყვნენ იმგვარი ინტეგრაციისათვის, რომელიც ითვალისისწიენბს მასპინძელი ერის იდენტობის შენარჩუნებას.

ყველა სახელმწიფომ იმდენად უნდა გაუღოს კარი უცხოელებს და ჩაერთოს გლობალიზაციის შეუქცევად პროცესში, რამდენადაც იგი მნიშვნელოვანია მისი თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და ეროვნული იდენტობის გაძლიერებისათვის.

ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი პატრიოტია. იგი შესანიშნავად განმარტავდა რომ, პატრიოტიზმი უფრო გრძნობის საქმეა, ვიდრე ჭკუა-გონებისა, თუმცა კეთილგონიერება მუდამ ყოფილა და არის მისი მათაყვანებელი და პატივისმცემელი. კოსმოპილიტიზმი მხოლოდ ჭკუის ნაყოფია, ადამიანის კეთილგონიერებისა, მას ადამიანის გულთან საქმე არა აქვს, იგი საღსარია იმ უბედურობის ასაცილებლად, რომელიც დღემდის მთელს კაცობრიობას თავს დასტრიალებს.