ბიბლიოთეკის ფუნქციები
GeoEng

ბიბლიოთეკის ფუნქციები

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას სასწავლო რესურსებს შორის,მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.აქ ინახება 21 000-ზე მეტი წიგნი და ციფრული მასალა. შეგიძლიათ სასურველი ლიტერატურა მოიძიოთ, როგორც ბუკინისტური, ისე თანამედროვე ფონდებიდან. ბიბლიოთეკაში ფუნქციონირებს ორი განყოფილება: აბონიმენტი და სამკითხველო დარბაზი.

 

ბიბლიოთეკაში სისტემატურად ფართოვდება სერვისი. 2010 წლიდან ამუშავდა ელექტრონული ბიბლიოთეკა, რაც წიგნებისა და პერიოდიკის არჩევანის ფართო შესაძლებლობებს ქმნის.

 

კიდევ ერთი სიახლე – შეიქმნა ელექტრონული კატალოგი, ის შესაძლებლობას მოგცემთ ადვილად მოიძიოთ სასურველი წიგნები თუ პერიოდიკა, გაეცნოთ მოკლე შინაარსს, სარჩევს. ამით დაზოგავთ დროს, უფრო ეფექტურს გახდით ინფორმაციის მოძიებისა და გამოყენების პროცესს.

 

ასევე დანერგილია პროგრამა რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ფონდში არსებული უამრავი დასახელების წიგნის ელექტრონულად  წაკითხვა.

 

 

ბიბლიოთეკა მუშაობს ყოველდღე კვირის გარდა:

 

ჯ.ბაგრატიონის 6.

10:00-18:00 სთ. შაბათ-კვირის გარდა.

 

დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.

ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. 10:00-21:00სთ.

შაბათს 10:00-16:00სთ

ტელ: (+995 32) 2384406 (115)


Email:  library@gruni.edu.ge