საბაკალავრო / პირველი საფეხურის პროგრამები

ბაკალავრის აკადემიური პროგრამა მოიცავს 4 აკადემიურ წელს. მისი მიზანია სტუდენტთა პროფესიული მომზადება და შესაბამისი სპეციალობის თეორიული საფუძვლების იმ მოცულობით სწავლება, რაც აუცილებელია მაგისტრატურაში სწავლის გასაგრძელებლად ან მუშაობის დასაწყებად.

ბაკალავრიატში ხორციელდება არამარტო ქართულენოვანი, არამედ ერთობლივი და ინტეგრირებული პროგრამები, რაც იმას ნიშნავს რომ პროგრამის ნაწილს სტუდენტი გადის ჩვენს უნივერსიტეტში, ნაწილს უცხოეთის პარტნიორ უნივერსიტეტებში. ბაკალავრის პროგრამა ხორციელდება ბიზნესისა და მართვის, ჰუმანიტარულ, იურიდიულ და მედიცინის ფაკულტეტებზე.