ვაკანსიები 

მობილობის უფლების მოპოვებისთვის თქვენ უნდა გაიაროთ ელექტრონული რეგისტრაცია განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე 2010 წლის 1 ივლისიდან 30 ივლისამდე.
 
თუ ელექტრონული პორტალის მონაცემების შესაბამისად მოიპოვეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება, გთხოვთ  მოგვმართოთ  მ/წლის 2 აგვისტოდან 6 აგვისტომდე და წარმოადგინოთ თქვენი პირადი საქმის ასლი:
 
1. პირადობის მოწმობის ასლი
2. სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟები)
3. ეროვნული გამოცდის სერტიფიკატის ასლი
4. ნიშნების ფურცელი კრედიტებისა და შეფასებების მითითებით
5. სასწავლებელში ჩარიცხვის ასლი
6. ატესტატის ასლი
7. 4 ფოტოსურათი 3X4, ფერადი
 
რეგისტრაცია იწარმოებს უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისის სამსახურის ოფისში, III სართულზე,  11 –იდან 17 საათამდე.

 

განკარგულება 2010-2011 სასწავლო წლის I სემესტრისათვის სტუდენტთა მობილობის შესახებ