ადამიანური რესურსების მართვის ეფექტური განხორციელებისათვის აუცილებელი წინაპირობების შექმნა, თანამედროვე მეთოდოლოგიური მიდგომებისა და პრინციპების საფუძველზე;
საკონკურსო თანამდებობებზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დადგენილი ვადების ფარგლებში, კონკურსების ჩატარებისა და მათი საჯაროობის, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვის უზრუნველყოფა.
პერსონალის განვითარების დაგეგმვა, სწავლებისა და გადამზადების ღონისძიებების ორგანიზაცია, სამუშაო მიმართულებების შესაბამისად დიფერენცირებული, მოქნილი პროგრამების (ტრეინინგები/სტაჟირებები და ა.შ.) შემუშავება და რეალიზება.
პერსონალთან შრომითი ურთიერთობების რეგულირება, მონაწილე მხარეების ინტერესებში გარკვევა, შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების ორგანიზაცია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით;
საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი სისტემების დანერგვა და სრულყოფა, პერსონალის სრული რეესტრული ბაზის შექმნა;
ადამიანური რესურსების მართვის სფეროში საზღვარგარეთის განვითარებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და დანერგვა.
ყველა კატეგორიის პერსონალის (აკადემიური, ადმინისტრაციული, დამხმარე) ურთიერთობების რეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე (სამუშაოზე მიღება/ გათავისუფლება/ გადაყვანა/დაჯილდოება/დისციპლინური პასუხისმგებლობა და ა.შ.) სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მის გამოსაცემად საჭირო პროცედურების ხელშეწყობა;
პერსონალის პირადი საქმეების (პორტფოლიოს) წარმოება, მოწესრიგება, შენახვა/დაარქივება დადგენილი წესის შესაბამისად;
უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში პერსონალთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია, შრომითი დისციპლინის დაცვაზე მონიტორინგის დაწესება;
პერსონალის მარკეტინგის განხორციელება, პერსონალის ზრდის პერსპექტივის განსაზღვრა/ანალიზი. პერსონალზე მოთხოვნის/კვალიფიკაციის ამაღლების ან შეცვლის შესაძლებლობებზე ინფორმაციის გავრცელება,ამ მიმართებით ინტერნეტ-ფორუმების ორგანიზება, საჭირო სპეციალისტების მოძიება და მოზიდვა;
კონსულტაციებისა და მეთოდური დახმარების გაწევა უნივერსიტეტის სტრუქტურული სამსახურის კომპეტენცის ფარგლებში.