ENG
აკრედიტაცია/ავტორიზაცია

შპს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ თვითშეფასების კითხვარში ასახული ინფორმაციის, ავტორიზაციის და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2011 წლის 25-26 აგვისტოს 156-ე გადაწყვეტილებით გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს 2012-2013 სასწავლო წლიდან 5 წლის ვადით მიენიჭა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და დამატებითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლებამოსილება.

 

2011 წლის 1 დეკემბრის ავტორიზაციის საბჭოს 380-ე გადაწყვეტილებით, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობა განესაზღვრა 2000-ით.

 

2011 წლის 4 ნოემბრის აკრედიტაციის საბჭოს 252-ე გადაწყვეტილებით გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის (ერთსაფეხურიანი) პროგრამას მიენიჭა აკრედიტაცია. აკრედიტაციის საბჭოს 253, 254, 255,256-ე გადაწყვეტილებით, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამას, ჟურნალისტიკისა და მასობროვო კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამას, ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამას და ტელერადიორეპორტიორის IV საფეხურის პროფესიულ პროგრამას მიენიჭა აკრედიტაცია.

 

2011 წლის 11 ნოემბრის აკრედიტაციის საბჭოს 276 და 277-ე გადაწყვეტილებით გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო და ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამებს მიენიჭა აკრედიტაცია.

 

2011 წლის 2 დეკემბრის აკრედიტაციის საბჭოს 383,384,385 და 386-ე გადაწყვეტილებით, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალარო პროგრამას (ერთობლივი), ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამას (ქართულ-გერმანულენოვანი), ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამას (ფინანსები) და ტურიზმის საბაკალავრო პროგრამას მიენიჭა აკრედიტაცია.

მიმაგრებული ფაილები:
აკრედიტაცია/ავტორიზაცია


გაზიარება
დაბეჭდვა
უნივერსიტეტი
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2012.05.21
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის ქუჩა N6   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
1245236

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By