ENG
საგრანტო კონკურსი

შიდა საუნივერსიტეტო სამეცნიერო-კვლევებისათვის  2011 წლის საგრანტო

 

კონკურსის პირობები

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების მართვის ცენტრი აცხადებს კონკურსს 2011 წლის შიდა საუნივერსიტეტო სამეცნიერო-კვლევით პროგრამებზე გრანტის მოსაპოვებლად. 

 

საგრანტო კონკურსი გაიმართება ღიად და საჯაროდ, გამჭვირვალე კონკუ-რენტულ გარემოში, პროგრამული პრიორიტეტების ფარგლებში. 

საგრანტო კონკურსის მიზანი:

უნივერსიტეტში არსებული სამეცნიერო/აკადემიური პოტენციალის წარმო-ჩენა-გაძლიერება, შედეგზე ორიენტირებული ფუნდამენტური და გამოყე-ნებითი კვლევების განვითარება;

ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოვება;

სამეცნიერო კვლევის შედეგების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ფართო საზოგადოებისათვის;

უნივერსიტეტში შემუშავებული პროგრამის ფარგლებში, განათლებისა და ტრენინგების სისტემების მოდერნიზება ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;

საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და უმაღლესი განათლების დაწესებულებებს შორის ინტეგრირების ხელშეწ-ყობა;

ახალი ცოდნის გენერირება და კვლევის შედეგების სასწავლო პროცესში იმპლემენტირება.

   სამეცნიერო-კვლევითი პროგრამები:

  1. სახელმძღვანელოს/დამხმარე სახელმძღვანელოს შედგენა-გამოცემა

ძირითადი მოთხოვნები: 

სახელმძღვანელო/დამხმარე სახელმძღვანელოების  შემუშავება-შედგენა უნდა განხორციელდეს უნივერსიტეტში მოქმედი აკადემიური პროგრამების შესაბამისად; 

სახელმძღვანელოში მოცემული მასალა უნდა ეყრდნობოდეს ავტორის კვლევის შედეგებსა და გამოცდილებას კონკრეტულ დარგში, უნდა ემსახურებოდეს სტუდენტებისათვის ახალი ცოდნის მიწოდებას;

სახელმძღვანელო სტუდენტს უნდა დაეხმაროს წიგნზე მუშაობის ინდივიდუალური უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, საკუთარი შემეცნებითი პროცესის დამოუკიდებლად ორგანიზებაში;

სახელმძღვანელო უნდა აღძრავდეს მოტივაციას და იძლეოდეს ცოდნის გაღრმავების საშუალებას სხვა წყაროების მოძიება/დამუშავების საფუძ-ველზე.

 

სახელმძღვანელოს სავარაუდო სტრუქტურა:

 

ა) სარჩევი;

ბ) თავების მოკლე ანოტაცია (ყოველი თავის დასაწყისში);

გ) ძირითადი შინაარსი –პოსტულატების/თეზისების აქცენტირებით;

დ) საკონტროლო კითხვები;

ე) სიტუაციური ამოცანა/დავალება;

ვ) დამატებითი წყაროების მითითება.

 

2. მონოგრაფია/სოციალური მეცნიერებები/სამართალი/მედიცინა/ბიზნესი

 ძირითადი მოთხოვნები:

მონოგრაფიაში უნდა აისახოს ავტორის ორიგინალური კვლევის შედეგები, რომელიც ორიენტირებული იქნება კონკრეტული დარგის შემდგომი განვითარებისათვის და უნივერსიტეტში განხორციელებული პროგრამების ახალი მეცნიერული ცოდნით უზრუნველყოფისათვის; 

სასურველია ნაშრომს თან ახლდეს სახელმძღვანელო სტუდენტე-ბისათვის, რომელიც სტუდენტს გაუღვივებს წიგნზე მუშაობის მოტივა-ციას და სწავლის პროცესში დაეხმარება ეფექტურად გამოიყენოს აღნიშნული მონოგრაფია; 

 

3.საზოგადოებრივ საჭიროებებზე (ჯანმრთელობა) ორიენტირებული პროგრამების მხარდაჭერა

ძირითადი მოთხოვნები:

კლინიკური სამეცნიერო კვლევითი მეთოდების შესწავლა;

მცენარეების ექსპერიმენტული კვლევა ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების გამოყოფის მიზნით;

სიკვდილიანობის მაჩვენებლის მიხედვით სწრაფად განვითარებადი დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობის მეთოდიკის შემუშავების ხელშეწყობა.

4. საერთაშორისო და შიდა საუნივერსიტეტო სამეცნიერო ფორუმის ორგანიზება

საერთაშორისო და შიდა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციის/სემინარის/ტრენინგის/სიმპოზიუმის/მრგვალი მაგიდის ორგანიზება-ჩატარება აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მონაწილეობით.

საპროექტო განაცხადი:

 

კონკურსი ცხადდება გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამეცნიერო  კვლევების მართვის ცენტრის მიერ;

საპროექტო განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს ცენტრის  მიერ დადგენილი ტიპიური ფორმის მიხედვით (იხ.სააპლიკაციო ფორმა #1);

კონკურსის გამოცხადებისა და პირობების შესახებ ინფორმაცია განთავსდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე;

 

კონკურსის ძირითადი პრინციპები:

 

ღიაობა;

გამჭირვალობა; 

კვლევის ეთიკის დაცვა;

კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა;

 

დამატებითი მოთხოვნები 

 

უპირატესობა მიენიჭება იმ ნაშრომს (სახელმძღვანელოს/დამხმარე სახელმ-ძღვანელოს/მონოგრაფიას), რომელსაც თან დაერთვება ციფრული და სხვა თვალსაჩინო მასალა; 

ნაშრომი უნდა იყოს ორიგინალური, უნდა შეიცავდეს ნოუ-ჰაუს ელემენტებს;

ფურცლების (გვერდების) რაოდენობა არ იზღუდება; უნდა აიკრიფოს “აკადნუსხურის” ფონტით. ძირითადი ტექსტი 12 შრიფტით, სათაური 14 შრიფტით; 

არასრული განაცხადი ჩაითვლება ტექნიკურად გაუმართავად და არ დაექვემდებარება განხილვას. 

დასრულებულ ნაშრომს თან უნდა ახლდეს ამ სფეროში მომუშავე ორი ექსპერტის მიერ გაცემული  რეცენზია; 

კონკურსში გამარჯვებულ მონოგრაფიას / სახელმძღვანელოსა და დამხმარე სახელმძღვანელოს, აგრეთვე, კვლევითი პროექტის შედეგების დაბეჭდვასა და გამოცემას უზრუნველყოფს უნივერსიტეტის საგამომცემლო ცენტრი; 

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის საპროექტო განაცხადის მიღება იწარმოებს მთელი წლის განმავლობაში. 

 

განმცხადებლის ინფორმირება დამტკიცებულ პროექტზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ:

 

ინფორმაცია დამტკიცებული პროექტის შესახებ განმცხადებელს მიეწოდება წერილობით და ელექტრონული ფოსტით;

ინფორმაცია დაფინანსებული პროექტისა და კონკურსის შედეგების შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე დადგენილ ვადაში;

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

გრიგოლ რობაქაიძის სახელობის უნივერსიტეტი (კვლევისა და შემოქმედებითი ინიციატივის განვითარების კომიტეტი)

მისამართი: საქართველო, თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6;

ტელ/ფაქსი: (995 32) 225 29 81; 238 44 06;

ელ.ფოსტა: 

n.kemertelidze@gruni.edu.ge

მიმაგრებული ფაილები:
საგრანტო განაცხადი


გაზიარება
დაბეჭდვა
კვლევა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2012.05.21
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის ქუჩა N6   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
1245236

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By