ამირან მოსულიშვილი

სამართლის დოქტორი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის  უნივერსიტეტის  სამართლის  სკოლის ასოცირებული პროფესორი, სადისერტაციო საბჭოს წევრი.

 

დაიბადა 1983 წლის 9 სექტემბერს  თბილისში. 2004 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს შსს აკადემია.  2007 წელს ჩაირიცხა  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის დოქტორანტურაში.  2009 წლის 10 ნოემბერს  დაიცვა დისერტაცია  თემაზე: "ნარკომანიის კრიმინოლოგიური დახასიათება და მასთან ბრძოლის ასპექტები". პედაგოგიური სტაჟი 2006 წლიდან.

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის იურიდიული ფაკულტეტის  საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე  მიჰყავს  კურსი  სისხლის სამართლის მიმართულებით.

 

2008 წელს მიენიჭა 30 საათიანი კურსის "კრიტიკული აზროვნება და აქტიური სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში" - სერთიფიკატი.სერთიფიცირებულია დისციპლინაში „დემოკრატია და მოქალაქეობა". მონაწილეობა აქვს მიღებული ხუთ სამეცნიერო კონფერენციაში, მათ შორის საზღვარგარეთ.

 

არის 2 სამეცნიერო  მცირე გრანტის მონაწილე - 2007 წელს  "ახალგაზრდობა დანაშაულობის წინააღმდეგ" და 2009 წელს   ტრეინერი "კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ" ბრძოლის საკითხებში - სერტიფიკატები. 

 

გამოქვეყნებული აქვს 9  სამეცნიერო ნაშრომი მათ შორის 1 ევროპის სამეცნიერო ჟურნალში,2012 წელს გამოსცა  მონოგრაფია „ნარკომანიის კრიმინოლოგიური დახასიათება და მასთან ბრძოლის ასპექტები".

 

მშობლიური ენის გარდა სრულყოფილად  ფლობს   რუსულ და ინგლისურ ენებს.

 

დასაოჯახებელი.

გაზიარება
დაბეჭდვა
სამართლის სკოლა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2012.05.21
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის ქუჩა N6   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
1245236

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By