ENG
ჰარვარდი

2000 წელს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა დაამყარა კავშირი ჰარვარდის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევის ცენტრთან, რომლის ხელმძღვანელია პროფესორი ჯეფრი საქსი. მან უნივერსიტეტს შესთავაზა ერთობლივი ვიდეო კონფერენციის ჩატარება. სამწუხაროდ, ვიდეო კონფერენციის ჩატარება მაშინ შეუძლებელი იყო. პროფესორმა საქსმა მონახა გამოსავალი და 2000 წლის მაისში ჩატარდა აუდიო კონფერენცია, რომელიც ეხებოდა საქართველოს ეკონომიკურ პრობლემებს. ამ კონფერენციაში მონაწილეობდნენ პროფესორი ჯეფრი საქსი, მისი კოლეგები და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
 
უნდა აღინიშნოს სტუდენტების მაღალი პასუხისმგებლობა და დიდი ენთუზიაზმი ამ კონფერენციის მიმართ. მათ დამოუკიდებლად მოიპოვეს ყველა საჭირო ინფორმაცია საქართველოში ეკონომიკის განვითარების შესახებ და გააკეთეს მოხსენებები ინგლისურ ენაზე. განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ დავით კობერიძე, გიორგი ჩიტაიშვილი და თემური ირემაშვილი. სტუდენტებმა წარმოადგინეს სრული კრიტიკული ანალიზი საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. კონფერენცია იმდენად წარმატებული იყო, რომ ორივე მხარე შეთანხმდა კიდევ ერთხელ ჩაეტარებინათ მსგავსი კონფერენცია, რომელიც 2001 წლის ნოემბერში განხორციელდა.
 
თემატიკა ეხებოდა საქართველოს ეკონომიკური პრობლემებს. მონაწილენი კვლავ პროფესორი საქსი, მისი კოლეგები და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები იყვნენ. სტუდენტებმა, ისევე როგორც ლექტორებმა, კვლავ გამოავლინეს ღრმა ცოდნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტენდენციებში. ყველაზე საინტერესო იყო ის, რომ პროფესორი საქსი და მისი კოლეგები ძალიან კარგად იცნობდნენ საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას.
 
ამ კონფერენციებმა დასაბამი მისცა თანამშრომლობის ახალ ეტაპს ორ უნივერსიტეტს შორის. პროფესორმა საქსმა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკურ მეცნიერებათა კათედრა ჩართო საერთაშორისო კვლევის პროექტში – “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი”, რომელიც ითვალისწინებს პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში ეკონომიკური განვითარების ტენდენციების შესწავლას და კვლევას. 
 
2002 წლის იანვარში აღნიშნული ცენტრის პროფესორი ანდრიუ ვარენი ეწვია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს. მან უნივერსიტეტს გააცნო ის მეთოდები, რომლის მიხედვითაც ეკონომიკურ მეცნიერების კათედრას უნდა ჩაეტარებინა კვლევა ზემოაღნიშნულ პრობლემაზე. პროფესორ ვარენზე, როგორც თავად ბრძანა, დიდი შთაბეჭდილაბა მოახდინა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა.

 

გაზიარება
დაბეჭდვა
საერთაშორისო
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2012.05.21
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის ქუჩა N6   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
1245236

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By