- ამზადებს დოკუმენტებს უცხოეთის საგანმანათლებლო-კვლევით ცენტრებთან პარტნიორული ხელშეკრულების დასადებად.
- ხელს უწყობს სტუდენტთა საერთაშორისო მობილობის პროცესის განხორციელებას.
- ამზადებს და აქვეყნებს ინფორმაციას მიმდინარე საერთაშორისო საგანმანათლებლო, სანეცნიერო და სხვა სახის პროგრამების შესახებ.
- ორგანიზებას უწევს და განახორციელებს მონიტორინგს დისტანციურ პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა სწავლა-სწავლების პროცესზე.
- მოიძიებს ინფორმაციას საერთაშორისო ფორუმების შესახებ და ხელმისაწვდომს ხდის თანამშრომელთა და სტუდენტთათვის.
- ხელს უწყობს უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო და/ან სხვა სახის ფორუმების ჩატარებას.
- უზრუნველყოფს უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი ვებ გვერდისთვის მასალის მომზადებას ინგლისურ ენაზე.
- მოიძიოს კონტაქტები უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან შემდეგი მიმართულებით:
ა) თანამშრომელთა და სტუდენტთა აკადემიური მობილობის მიმართულებით;
ბ)ერთობლივი/ინტეგრირებული აკადემიური პროგრამების განხორციელების მიმართულებით;
გ) დისტანციური სწავლების მიმართულებით;
დ) სტაჟირების მიმართულებით;
ე) ენის შემსწავლელი კურსების მიმართულებით