ინსტიტუტის შესახებ:
კლინიკური და ექსპერიმენტული მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი არის მრავალფუნქციური სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის ძირითადი განუყოფელი პრიორიტეტებია: სწავლება, კვლევა და სამედიცინო საქმიანობა.
ინსტიტუტის საქმიანობის განმსაზღვრელ ძირითადი პრინციპია:
სწავლებისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფა
ინსტიუტის მისია:
ხელი შეუწყოს ახალი ცოდნის გენერაციას ორიგინალური კვლევების საფუძველზე, მედიცინაში უახლესი სამეცნიერო ტექნოლოგიების მიღწევების ტრანსფორმაცია საქართველოს სამედიცინო პრაქტიკაში.
ამ მიღწევების გაცნობა სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე მედპერსონალისა და სტუდენტებისათვის,შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავება.
ინსტიტუტის სტრუქტურა:
საოპერაციო ბლოკი
ჰისტო-მორფოლოგიური ლაბორატორია
ბიოქიმიური ლაბორატორია
იმუნოლოგიური ლაბორატორია
მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორია
კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი
ბიოეთიკის კომიტეტი
ვივარიუმი

