აუდიო-ვიდეო ლაბორატორია
აუდიო-ვიდეო ლაბორატორია გამიზნულია სტუდენტებისათვის, რომლებიც ჩარიცხულია ინგლისური ენისა და ლიტერატურის და გერმანული ენისა და ლიტერატურის პროგრამებზე და, აგრეთვე, იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც სწავლობენ სხვა უხცო ენებს. ლაბორატორია აღჭურვილია არა მარტო აუდიო ტექნიკით, არამედ ვიდეო ტექნიკითაც, რაც განუვითარებს სტუდენტებს სწორ ფონეტიკურ უნარ-ჩვევებს. ისინი არა მარტო უსმენენ უხცოელთა მეტყველებას, არამედ უყურებენ სპეციალიზებულ ფილმებს და ვარჯიშობენ სწორ წარმოთქმაში. ლაბორატორია გამოიყენება არა მარტო უცხოური ენების სწავლისათვის, არამედ სხვა აუდიო-ვიზუალური მასალის გამოყენებისათვის.

